“ყველაფერს გავაკეთებთ, რათა დაკავებული არასრულწლოვანი დროულად გათავისუფლდეს”

“ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს” გენერალური მდივანი, კახა კალაძე გორში, ოკუპანტების მიერ 17 წლის ჯონი ჩოჩიშვილის გატაცების ფაქტს ეხმაურება.

“ფაქტი ძალიან ცუდია. ყველა შესაბამისი უწყება ჩაერთვება და ყველაფერს გავაკეთებთ, რათა დროულად იქნას გათავისუფლებული”,- აცხადებს კახა კალაძე.

დღეს, გორში, საოკუპაციო ძალებმა არასრულწლოვანი, 17 წლის ჯონი ჩოჩიშვილი ე.წ. საზღვრის უკანონო გადაკვეთის ბრალდებით დააკავეს.

banner
წინა სტატიაშიკახი კალაძე: დავამთავროთ ეს დესტრუქციული მიდგომები
შემდეგი სტატიაგიორგი კვირიკაშვილი: მინდა, გთხოვოთ როგორც თქვენმა მეგობარმა, ყველამ ერთად შევქმნათ ერთიანი, ძლიერი ენერგია