ყველაფერს გავაკეთებ, რომ ბავშვმა არ იტიროს, თქვენ კი ასობით ადამიანს ტანჯავთ – კადიროვი „აზოვის“ ჯარისკაცებს მიმართავს

ჩეჩნეთის ხელმძღვანელის რამზან კადიროვის განცხადებით, „აზოვსტალის“ სარდაფებში 150-ზე მეტი მშვიდობიანი მოქალაქეა.

კადიროვმა „აზოვსტალში“ მყოფ უკრაინელ ჯარისკაცებს მიმართა და აღნიშნა, რომ თავად ყველაფერს გააკეთებდა, რათა ბავშვს არ ეტირა, მათ კი სარდაფებში ასობით მშვიდობიანი დაჭრილი მოქალაქე ჰყავთ.

„ნაციონალისტებს მარიუპოლის ქარხნის „აზოვსტალის“ სარდაფებში ასობით მშვიდობიანი მოქალაქე და დაჭრილები ჰყავთ. ყველაფერს გავაკეთებ, რომ ბავშვმა არ იტიროს, თქვენ კი ასობით ადამიანს ტანჯავთ. ერთ ბუნკერში 170 დაჭრილი გყავთ, მეორე ბუნკერში 150-ზე მეტი მშვიდობიანი მოქალაქე და მშვიდად გაგყავთ დრო“, – განაცხადა რამზან კადიროვმა.

banner
წინა სტატიაშიკიევის ოლქში რუსი სამხედროების მიერ მოკლული კიდევ 20 ადამიანის ცხედარი იპოვეს
შემდეგი სტატიადიქტატორები ბრუნდებიან და მათი მადა ძალაუფლების მიმართ იზრდება – ბაიდენი