ყველაფერს აქვს პლუს-მინუსები, ღობის არარსებობას აქვს მეტი პლუსი – კობახიძე

კანცელარია

პრემიერმინისტრი, ირაკლი კობახიძე მთავრობის კანცელარიის წინ ღობის დემონტაჟთან დაკავშირებით ამბობს, რომ ღობის არარსებობას აქვს მეტი პლუსი, ვიდრე მინუსი. ამ ღობის მონტაჟი წინა პრემიერის, ირაკლი ღარიბაშვილის დროს დაიწყო.

“იყო მთელი რიგი სპეკულაციები ამ თემასთან დაკავშირებით, ყველაფერს აქვს თავისი პლუს-მინუსები, ღობესაც აქვს თავისი პლუს- მინუსები და ღობის არარსებობასაც აქვს თავისი პლუს მინუსები, მე მქონდა კონსულტაციები, მათ შორის ძალოვანი უწყებების წარმომადგენლებთან, ვიდრე ამ გადაწყვეტილებას მივიღებდი, საბოლოო ჯამში, მე მიმაჩნია, რომ ღობის არარსებობას აქვს მეტი პლუსი, ვიდრე მინუსი, და ეს გახდა სწორედ ჩემი გადაწყვეტილების საფუძველი, ვიზუალურადაც არაჩვეულებრივად გამოიყურება დღეს ის ეზო, რომელიც არის კანცელარიის წინ”, – თქვა კობახიძემ.

მისივე თქმით, იყო სპეკულაციები ხარჯებთან დაკავშირებით, რომ 200 000 ლარი გადაყარა სახელმწიფომ, რაც არასწორია.

“ერთადერთი დამატებითი ხარჯი რაც გვქონდა, ეს იყო ღობის მონტაჟისა და დემონტაჟის ხარჯი, რაც შეეხება თვითონ კონსტრუქციას, ეს არ დაიკარგება, ერთ-ერთ საგანმანათლებლო ობიექტს გადაეცემა უახლოეს მომავალში, შესაბამისად 200 000 ლარის გაფლანგვა, არის ყალბი ინფორმაცია”, – თქვა მან.

banner
წინა სტატიაშიმთავრობის ადმინისტრაციის უფროსად ლევან ჟორჟოლიანი დაინიშნა
შემდეგი სტატიაირაკლი კობახიძე მიხეილ სარჯველაძეზე – უპირატესობა მივანიჭე ჩვენი პოლიტიკური გუნდის წევრს, რომლის პროფესიონალიზმისა და კეთილსინდისიერების მიმართ გამოცდილებაზე დაფუძნებული განსაკუთრებული ნდობა მაქვს