,,ყველაფერს აკეთებთ მესამე წელია,მაგრამ არაფერი გამოგივიდათ”-ვატო წერეთელი

გენერალური პროკურატურის მიერ ავთანდილ წერეთლის წინაღმდეგ საქმის აღძვრას, ტვ პირველის მფლობელი ეხმაურება. ვატო წერეთელი საქმეს აბსურდულს უწოდებს და ამბობს, რომ პროცესი ტვ პირველს უკავშირდება.

“ყველაფერს აკეთებთ მესამე წელია. ყველა გზა და მეთოდი სცადეთ, მაგრამ არაფერი გამოგივიდათ. ახლა ყველაზე ძვირფასი ადამიანით მაჟანტაჟებთ და აბსურდული საქმე აღძარით ?! კიდევ ერთხელ გეუბნებით – ტვ პირველს ვერ წაიღებთ ! ვრჩებით გავლენების მიღმა – მოვლენების შუაგულში. სანამ ცოცხალი ვარ, ჩვენი არხი არ გაითიშება და არც არანაირ ტრენდზე დაჯდება. მამა – ავთო წერეთელი არის ჩვენი თანამოაზრე ამ ბრძოლაში,”-წერს ვატო წერეთელი.

banner
წინა სტატიაშიხელვაჩაურის საკრებულოს დეპუტატი დააკავეს
შემდეგი სტატიალაურა ღაჭავას აღკვეთის ღონისძიების სახით 500 000 ლარის გირაო შეეფარდა