„ყველაფერში დამნაშავე ენერგომაფიოზი და პარტიული მშენებლობის დილეტანტი კალაძეა!“ – თენგო ჯგუშიას სკანდალური პოსტი

tengo-jgushiaსამოქალაქო მოძრაობა ,,სამეგრელოს ხმის“ ლიდერი, ზუგდიდის ყოფილი მაჟორიტარი თენგო ჯგუშია კორცხელში მომხდარ ფიზიკურ ინციდენტს „ფეისუბქში“ ეხმაურება. ჯგუშია ვიცე-პრემიერ კახა კალაძეს ენერგომაფიოზს უწოდებს და სკანდალურ პოსტს აქვეყნებს, რომელსაც „თაიმერი“ უვლელად გთავაზობთ:

„სათქმელს და საფიქრალს რა გამოლევს რთულ დროში, მაგრამ მეტწილად თავს ვარიდებ თქვენი ყურადღების მიპყრობას პოლიტიკური კონტენტის შემცველი მოსაზრებების გამოქვეყნებაზე და ამითაა განპირობებული ჩემი ფბ აქტიურობის დაბალი ინდექსი. მოკრძალებული გამოცდილების და ჩემი გამზრდელი, უსაყვარლესი დედულეთის, კორცხელის გამორჩეული სიყვარულის გამო, ნამდვილად არ მაქვს დუმილისა და განგაშის ზარების არშემოკვრის უფლება. პასუხს ვაგებ ქემოთ მოყვანილ თითოეულ ჩემს სიტყვასა თუ შეფასებაზე: ,,ოცნებისგან” და ,,ნაცებისგან” შუალედური არჩევნების საკრალიზაციამ, როგორც ამომრჩევლის თვალში მომავალი საპარლამენტო არჩევნების მიმართ რეფლექსიის განმსაზღველმა ხელოვნურად შექმნილმა ფსიქოლოგიურმა პოლიტიკურმა Start Up- მა, წინასწარ მაქსიმალურ ნიშნულს გაუსწორა დაძაბულობის ტემპერატურა. ამ ყველაფერში უპირველესი დამნაშავე გახლავთ ენერგომაფიოზი და პარტიული მშენებლობის დილეტანტი კალაძე, რომელმაც ,,ოცნების” ადგილობრივი მედროვე ტრიადის – გუბერნატორ შონიას, გამგებელ თოლორაიას და საკრებულოს თავ-რე ქვარაიას გავლენით მოსახლეობას წარუდგინა დე ფაქტო და მორალურად ნაცმოძრაობის წევრი, ანაქრონიზმის და ობსკურანტიზმის ნირვანაში ჩაკირული, უსამართლობის მხარდჭერისთვის სააკაშვილის ,,ღირსების ორდენოსანი” ვინმე ლაგვილავა, რაც მოსახლეობამ ადექვატურად აღიქვა ,,ოცნების” საკადრო კრიზისად და ამომრჩევლის შეურაცხყოფად.
რას ნიშნავს ერთ უწყინარ, ღვთისმშობლის განსაკუთრებული მადლით მოსილ ისტორიულ სოფელში არაფრის მომცემი და არაფრისშემცვლელი ფსევდოარჩევნების გამო მასირებული ფსიქოლოგიური და აგრესიული პოლიტიკური შეტევები? „ოცნების” აღვირახსნილობის ის კადრები, რაც დღეს ვიხილეთ, არის ერთი-ერთში ოცნების მიერ „ნაცმოძრაობის“ ბექგრაუნდის პროვოცირება სამეგრელოში და მეტი არაფერი! რომ ,,ოცნება” გენეზისურად ზუსტად იგივეა, რაც ,,ნაცმოძრაობა” და ძალაუფლებრივი ველის ათვისებისთვის მეთოდურად იბრძვის „ნაცმოძრაობისავე“ გზებით და საშუალებებით.
უამრავ კორცხელელს ვესაუბრე ამ წუთებში და სრული ერთხმოვანებაა იმ ფაქტის შეფასებისას, რომ ყველა მოძალადე თავდამსხმელი ,,ოცნებას” წინასწარგანზრახულად და გამიზნულად ჰყავდა ჩამოყვანილი, თუმცა ეს არც შეუიარაღებელი თვალისთვის ხდება საორჭოფ-საკითხვისნიშნო. ყველაზე საგანგაშო ის გახლავთ, რომ ,,ოცნებამ” და ,,ნაცმომ” ნიკოლოზობის დღესასწაულზე კორცელის ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის ეკლესიიდან და სამეგრელოს საეპისკოპოსოს რეზიდენციიდან რამდენიმე ათეულ მეტრში სინქრონულად დაგვიანონსეს ოქტომბრის არჩევნების ფატალური ფეთქებადსაშიშობა და სამოქალაქო დაძაბულობის ესკალაცია.“

banner
წინა სტატიაში,,ასეთი ამბები იქნება აქ მანამ სანამ არ იქნება სიმართლის დადგენის პროცესი”
შემდეგი სტატია,,ცესკო-ს თავმჯდომარე ორივე მხარეს კი არ უნდა მოუწოდებდეს სიმშვიდისკენ, არამედ დაუკავშირდეს პოლიციას”