ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ რუსული რეჟიმი გავისტუმროთ პოლიტიკურ მოუსავლეთში – ხაბეიშვილი

“ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ რუსული რეჟიმი გავისტუმროთ პოლიტიკურ მოუსავლეთში”- ამის შესახებ “ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარემ, ლევან ხაბეიშვილმა, “ქართული ოცნების” მმართველობის 11 წელთან დაკავშირებით, ქუთაისში პარლამენტის შენობასთან განაცხადა.

ხაბეიშვილმა ისაუბრა იმ სოციალურ-ეკონომიკურ პრობლემებს, რაც ქუთაისშია და განაცხადა, რომ
“ბოროტება, რომელსაც სახელად ჰქვია ბიძინა ივანიშვილი, ყველამ ერთად უნდა დავასრულოთ.

“პარლამენტი, რომელიც არის მონუმენტი ბოროტების, თუ როგორ იშლება გაანადგურო შენი ქვეყნის ეროვნული ინტერესები. თუ როგორ შეიძლება გაანადგურო ერთი კონკრეტული ქალაქი. მაგრამ მარტივი რამე მინდა ვიკითხო, ქუთაისის პარლამენტი აშენებულია “ნაციონალური მოძრაობის,” მიხეილ სააკაშვილის მიერ, გელათმა რა დაუშავა ბიძინა ივანიშვილს? როცა ჩვენს ეროვნულ სიმდიდრეს, კულტურულ მემკვიდრეობას, პირდაპირი მნიშვნელობით ჯალათეას, თეა წულუკიანის ხელით ანგრევს ბიძინა ივანიშვილი. ბაგრატმა რა დაუშავა, რომელსაც ასევე მძიმე მდგომარეობაში აგდებს ბიძინა ივანიშვილი. ან ქუთაისელებმა, რომლებიც, 10 000 ქუთაისელი არის ემიგრაციაში, მიტოვებული ჰყავთ საკუთარი შვილები, ოჯახის წევრები და ლუკმა-პურის საშოვნად არიან წასულები საზღვარგარეთ. ასევე, წყალტუბოსთან დაკავშირებით, რომელიც ასევე გავერანებულია და განადგურებულია, ფაქტობრივად. აღარაფერს არ ტოვებს ბიძინა ივანიშვილის ამ ქვეყნიდან და ბოლომდე ცდილობს, რომ გაანადგუროს.

თუმცა, მინდა საზოგადოებას ვუთხრა, ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ რუსული რეჟიმი გავისტუმროთ პოლიტიკური მოუსავლეთში და მნიშვნელოვანია, რომ, დიახ, ქუთაისი იქნება მთავარი ქალაქი საქართველოში და დიახ, საქართველოს პარლამენტი დაბრუნდება ქუთაისში. დიახ, ათასობით ემიგრანტი უნდა დაბრუნდეს ქუთაისში, დიახ, აუცილებელია წყალტუბო განვითარება. დიახ, უმნიშვნელოვანესია, რომ პუტინის ტყვე, პრეზიდენტი სააკაშვილი იყოს, თავისუფალი და დიახ, ევროკავშირისკენ უნდა ვიაროთ სწრაფად. თუმცა, ბოროტება, რომელსაც სახელად ჰქვია ბიძინა ივანიშვილი და 11 წელია ძარცვავს ჩვენს მოქალაქეებს, ყველამ ერთად, აუცილებლად უნდა დავასრულოთ,” – თქვა ლევან ხაბეიშვილმა.

banner
წინა სტატიაშიქადაგიშვილი – ქვეყანაში დაისადგურა მშვიდობამ და მთელი ამ ხნის განმავლობაში არ მომხდარა ისეთი რამ, რაც სტაბილურობას და მის ტერიტორიულ მთლიანობას საფრთხის ქვეშ დააყენებდა
შემდეგი სტატიაწითლიძე – „ქართული ოცნების“ 11 წლის თავზე ჩვენ მივიღეთ რუსეთის დავალებით შეჩერებული ანაკლიის პროექტი, განადგურებული ლაზიკა და ანაკლია