,,ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ დეპუტატებს შორის პარლამენტში მსგავსი დაპირისპირება აღარ განმეორდეს”

ჩემთვის მიუღებელია ნებისმიერი სახის აგრესია და ასეთი ტიპის დაპირისპირება პარლამენტში, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძემ დეპუტატებს, ეკა ბესელიასა და ვანო ზარდიაშვილს შორის მომხდარ დაპირისპირებაზე განაცხადა.

მისი თქმით, მსგავსი ფაქტი აზიანებს პარლამენტის იმიჯს.

„ეს ჩვენი მოქალაქეებისთვის, განსაკუთრებით ახალგაზრდებისთვის არის ძალიან ნეგატიური მაგალითი, რომელიც პარლამენტს უკარგავს საქმიან იმიჯს და უმაღლესი პოლიტიკური ორგანოს სტატუსს. სამწუხაროა, რომ ასეთი რამ მოხდა. ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რათა მომავალში ასეთი დაპირისპირება პარლამენტში დეპუტატებს შორის აღარ განმეორდეს“, – განაცხადა საკანონმდებლო ორგანოს თავმჯდომარემ.

გუშინ საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე, სადაც უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატს, მირანდა ერემაძეს უსმენდნენ, დამოუკიდებელ დეპუტატ ეკა ბესელიასა და უმრავლესობის წევრ ვანო ზარდიაშვილს შორის ფიზიკური დაპირისპირება მოხდა.

banner
წინა სტატიაშიბოკერია ვასაძეს: თქვენ და თქვენნაირები იყავით ჩვენთან, მერე გადალაგდით და იმავეს იმედი გაქვთ
შემდეგი სტატია,,რამდენად შედეგიანი იქნება ზალკალიანისა და ლავროვის შეხვედრა, დამოკიდებულია იმაზე, რამდენად ძლიერად ილაპარაკებს ქართული მხარე”