ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რათა შესრულდეს ის, რისთვისაც იბრძოდნენ ჩვენი გმირები

,,ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რათა შესრულდეს ის, რისთვისაც იბრძოდნენ ჩვენი გმირები, ეს არის სამშობლოს ერთიანობა” – ეს განცხადება  საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ  მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოზე გააკეთა.

პარლამენტის თავმჯდომარემ, დეპუტატებთან ერთად, 2008 წლის აგვისტოს ომში დაღუპულთა ხსოვნას  პატივი მიაგო და ძმათა სასაფლაო გვირგვინით შეამკო.

“აგვისტოს ომის დაწყებიდან  9 წელი გავიდა.  ჩვენი ვალია, პირველ რიგში პატივი მივაგოთ დაღუპულ გმირებს, გავიხსენოთ ისინი. ჩვენი ვალია, ყველაფერი გავაკეთოთ იმისთვის, რომ შესრულდეს ის, რისთვისაც იბრძოდნენ ჩვენი გმირები – ეს არის სამშობლოს, საქართველოს გაერთიანება”, – განაცხადა კობახიძემ.

banner
წინა სტატიაშიახალგაზრდების მსვლელობა რუსეთის ყოფილი საელჩოსკენ ოკუპაციის წინააღმდეგ
შემდეგი სტატიათბილისსა და ქუთაისში მდებარე პარლამენტის შენობებზე სახელმწიფო დროშები დაეშვა