14.8 C
Tbilisi
სამშაბათი, მაისი 12, 2026
banner

“ყველაფერი პოლიციის შესახებ“: შინაგან საქმეთა სამინისტროს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის დირექტორად ბაადურ შენგელია დაინიშნა

გვერდი “ყველაფერი პოლიციის შესახებ“ ავრცელებს ინფორმაციას, რომ გდდ-ის უფროსად ბაადურ შენგელია დაინიშნა.

“შინაგან საქმეთა სამინისტროს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის დირექტორად ბაადური შენგელია დაინიშნა. მას შინაგან საქმეთა სამინისტროს რიგებში მუშაობის მრავალწლიანი გამოცდილება აქვს, – წერია გავრცელებულ ინფორმაციაში.

ინფორმაციისთვის, 29 აპრილს გავრცელდა ინფორმაცია, რომ “ხარებას“ შემცვლელმა რომან ქარცივაძემ გდდ-ის უფროსის თანამდებობა დატოვა. მოგვიანებით კი ცნობილი გახდა, რომ რომან ქარცივაძე, სუს-ში სპეციალური ოპერაციების დეპარტამენტის დირექტორად გადაიყვანეს.

banner
წინა სტატიაშიტრამპი: ირანთან ომის დასრულების შემდეგ ნავთობისა და გაზის ფასები მკვეთრად შემცირდება
შემდეგი სტატიაგიორგი შარაშიძე: ფასების შემსწავლელი დროებითი საპარლამენტო კომისიის დასკვნა „კარგი სამაგისტრო ნამუშევარია“, მაგრამ არა პოლიტიკური დოკუმენტი