შსს-სთან დაკავშირებული Facebook-გვერდი “ყველაფერი პოლიციის შესახებ” ინფორმაციას ავრცელებს, რომ განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის დირექტორმა რომან ქარცივაძემ დაკავებული თანამდებობა დატოვა.
,,მადლობა ყველაფრისთვის ბატონო რომან და წარმატებებს გისურვებთ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში, – წერია მათ მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
ამასთან, გუშინ გავრცელდა ინფორმაცია შსს-ს გენერალური ინსპექციის უფროსის, დავით არჩვაძის თანამდებობის დატოვების შესახებ.
რომან ქარცივაძემ ზვიად ხარაზიშვილი, იგივე “ხარება“ 2025 წლის 10 ივნისს შეცვალა. საქართველოს მთავრობის ვებგვერდზე ვკითხულობთ, რომ 2009 წლის 10 თებერვლის N 76 განკარგულების თანახმად, რომან ქარცივაძე ვახტანგ გორგასლის II ხარისხის ორდენით არის დაჯილდოებული.
ინფორმაციას “ტვ პირველი“ ავრცელებს. მასალა ოფიციალური ინფორმაციის გავრცელებისთანავე განახლდება.














