ყველაფერი კეთდება, რათა დროულად მოხდეს გარდაცვლილის გადმოსვენება და დაკავებულების გათავისუფლება – აბაშიშვილი

ოკუპირებულ ცხინვალში არჩილ ტატუნაშვილის გაურკვეველ ვითარებაში გარდაცვალების ფაქტს, პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი ეხმაურება.

გიორგი აბაშიშვილის თქმით, ყველაფერი კეთდება, რათა ცხედარი დროულად იყოს გადმოსვენებული. მისივე თქმით, ასევე მიმდინარეობს მუშაობა ტატუნაშვილთან ერთად დაკავებული საქართველოს კიდევ ორი მოქალაქის გათავისუფლებასთან დაკავშირებით.

,,აბსოლუტურად ყველა სახელმწიფო უწყება, ყველა დონეზე მუშაობს იმისათვის, რათა დროულად მოხდეს ერთის მხრივ სამწუხაროდ გარდაცვლილის გადმოსვენება და ასევე ორი დაკავებულის გათავისუფლება არ არის მარტივი ოკუპანტებთან ურთიერთობა თუმცა ყველა საჭირო საშუალებას ვიყენებთ იმისთვის, რომ ეს საკითხი დროულად იქნეს გადაწყვეტილი“- განაცხადა აბაშიშვილმა.

banner
წინა სტატიაშიროცა შენი ქალაქის მერი მილანში დაფრინავს თმის შესაჭრელად
შემდეგი სტატიათბილისში, ბერი გაბრიელ სალოსის ქუჩაზე ტაქსი დააყაჩაღეს