ყველაფერი კანონმდებლობის დაცვითაა განხორციელებული – ნარმანია ფარცხალაძის მიწის ნაკვეთზე

ყველაფერი კანონმდებლობის, წესებისა და პროცედურების დაცვითაა განხორციელებული – განაცხადა დავით ნარმანიამ ყოფილი პროკურორის, ოთარ ფარცხალაძისთვის მიწის ნაკვეთის გადაცემასთან დაკავშირებით. ნარმანიას თქმით, დეტალური კომენტარის გაკეთება მხოლოდ აუდიტის სამსახურის დასკვნის შემდეგ იქნება შესაძლებელი.

“როგორც კი აუდიტის დასკვნა გამოქვეყნდება და ვნახავთ, რასაკვირველია, შევძლებთ გავაკეთოთ დეტალური კომენტარი. ველოდებით დასკვნას, ვინაიდან, არ ვიცით, რა წერია დასკვნაში და რაზეა საუბარი. წინასწარ კომენტარის გაკეთება, ჩემი აზრით, მიზანშეუწონელია. ჩემს ხელთ არსებული ინფორმაციით, ყველაფერი კანონმდებლობის, წესებისა და პროცედურების დაცვითაა განხორციელებული. ასე რომ, არამგონია რაიმე სამართალდარღვევას ჰქონდეს ადგილი”, – განაცხადა ნარმანიამ.

banner
წინა სტატიაშიფილარმონიაში კონსტიტუციის საერთო-სახალხო განხილვა არ შედგა
შემდეგი სტატია“NDI-ს კვლევა ცხადყოფს, რომ საზოგადოებას პოლიტიკური პარტიების მიმართ რწმენა დაკარგული აქვს” – ნიკა მელია