“ყველაფერი კამიტის გამოყენებაზე მიუთითებს” – BBC-ის გამოძიებაზე ხვალ ევროპარლამენტში იმსჯელებენ

BBC-ის გამოძიებაზე ხვალ ევროპარლამენტში იმსჯელებენ – ამის შესახებ ესპანელმა ევროპარლამენტარმა, ნაჩო სანჩეს ამორიმ სტრასბურგში განაცხადა.

აშკარაა, რომ ყველაფერი მიუთითებს კამიტის გამოყენებაზე – თქვა სანჩეს ამორიმ BBC-ის ფილმზე დასმული კითხვის საპასუხოდ.

ევროპარლამენტარი, რომელიც სახაროვის პრემიის გამარჯვებულების დაჯილდოების ცერემონიაზე იმყოფება, პირდაპირ ამბობს, რომ საქართველოში, მამუკა მდინარაძის უწყების მიერ ჩატარებული გამოძიება ყალბია . მისი თქმით, აღნიშნული გამოძიებაც მიუთითებს, რომ კამიტი რეალურად იქნა გამოყენებული – “ეს არის კიდევ ერთი დონე რეპრესიებისა”.

ჩვენ გვინდა სანქციები, სანქციები დაგვეხმარება ხელისუფლების მაღალჩინოსნების ქმედების შეცვლაში – აცხადებს ნაჩო სანჩეს ამორი.

ამ საკითხზე ხვალ ევროპარლამენტში ვაპირებთ ვისაუბროთ. ეს არის ბიბისი, ეს არ არის რიგითი ტელევიზია რომელიც აქტივიზმს ეწევა, ის ძალიან ცნობილი მედიასაშუალებაა, რომელმაც ჩაატარა საკმაოდ ღრმა გამოძიება. აშკარაა, რომ ყველაფერი მიუთითებს კამიტის გამოყენებაზე. ყალბი გამოძიება ხელისუფლების მაღალჩინოსნების მხრიდან არ არის რეალური გამოძიება და ეს მიუთითებს იმაზე, რომ სავარაუდოდ, მაათ ეს გამოიყენეს. რადგან თუ ეს ასე არ არის, ძალიან მარტივია, აწარმოონ რეალური გამოძიება სამედიცინო დაკვირვებებით იმ ადამიანებზე, რომლებიც დაშავდნენ. თუ მათ გადაწყვიტეს, რომ გამოძიება ასე აწარმოონ, არ გამოკითხონ და შეისწავლონ დააშავებულები, მაშინ ეს ყველაფერი მიუთითებს, რომ ეს ნივთიერება რეალურად გამოიყენეს და ეს არის კიდევ ერთი დონე რეპრესიებისა, რადგან საქმე არ ეხება მხოლოდ ადამიანების დაკავებას სულელური ბრალდებებით და გზის გადაკეტვის გამო, ეს არის წმინდა აგრესია და ეს სრულიად ცდება ნებისმიერ კანონს.

ეს არის მკაფიო დანაშაული, რომელიც უნდა გამოიძიოს სასამართლომ, თუ რეალური სასამართლო საერთოდ არის დარჩენილი. ჩვენ უნდა ვიმოქმედოთ პოლიტიკურად, ჩვენ ვხედავთ არაავტორიზებული იარაღის გამოყენებას, ასე მოხდა სერბეთშიც სადაც აკუსტიკური იარაღი გამოიყენეს. ახლა კი ეს მოხდა საქართველოში. როცა მსოფლიოში სადაც არ უნდა იყოს, ავტოკრატი ლიდერები იკრიბებიან, როგორც ჩანს ისინი ასეთ საზიზღარ რაღაცებს უზიარებენ ერთმანეთს და თქვენი ქვეყნის პრემიერის დასწრება, თითქმის ყველა ავტორიტარ მმართველთან, ამ სამიტზე იყო კარგი სემინარი, როგორ უნდა დაარღვიო ადამიანის უფლებები.

ჩვენ გვინდა სანქციები. სანქციები დაგვეხმარება ხელისუფლების მაღალჩიმოსნების ქმედების შეცვლაში. დებატების დროს ევროკომისარი ქიმიური იარაღის გამოყენებაზე გაამახვილებს ყურადღებას. ჩვენ გვინდა სანქციები იმ ადამიანების წინააღმდეგ, ვინც ლახავს სამოქალაქო სახოგადოების უფლებებს და მათ რეპრესიებს უწყობს.”, – ამბობს ევროპარლამენტარი.

შეგახსენებთ, რომ BBC-ის გამოძიების მიხედვით, საქართველოს ხელისუფლებამ გასულ წელს აქციების დასაშლელად წყლის ჭავლებში პირველი მსოფლიო ომის დროინდელი ქიმიური ნივთიერება – „კამიტე“ გამოიყენეს.

მდინარაძის უწყებამ BBC-ის მიერ საჯარო სივრცეში დანაშაულის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით გამოძიება ორი მუხლით დაიწყო.

სუს-ის განცხადებით, აქციებზე მოქალაქეების წინააღმდეგ გამოყენებული იყო ქიმიური ფხვნილი – ქლორობენზილიდინ მალონონიტრილი, რომელიც 2007 წელს ებრაული კომპანიისგან შეიძინეს. უწყება ამტკიცებს, რომ ფხვნილი და მისი გამხსნელი პროპილენ გლიკოლი აკრძალულ ნივთიერებებში არ შედის.

სუსი უარყოფს BBC-ის მიერ ნახსენებ „კამიტის“ (ბრომობენზილ ციანიდის) შეძენასაც. უწყება ასევე აღნიშნავს, რომ გდდ-ის დეპარტამენტიდან ამოღებულია ორი სხვა ნივთიერება – ტრიქლორეთილენი და პროპილენ გლიკოლი.

banner
წინა სტატიაში“ჯილდოს ვიღებ ყველა პოლიტპატიმრის სახელით, რომლებიც უსამართლოდ იხდიან სასჯელს” – მზია ამაღლობელის სიტყვა ევროპარლამენტში
შემდეგი სტატია“ვიდრე “ქართული ოცნება” გააგრძელებს ოპოზიციის ჩახშობის პოლიტიკას, თავისუფალ მედიაზე ზეწოლას, საქართველოს EU-ში მომავალი არ ექნება” – კალასი