ყველაფერი გაკეთდება, რომ ეს ბარბაროსული დანაშაული არ დარჩეს დაუსჯელი,- ამის შესახებ ადამიანის უფლებათა კომიტეტის თავმჯდომარე მიხეილ სარჯველაძემ განაცხადა.
მისი თქმით, „ადრე თუ გვიან დადგება დრო, საქართველო დეოკუპაციას იზეიმებს და ყველა იმ ადამიანის დასჯას შეძლებს, რომელსაც ბრალი მიუძღვის საქართველოს მოქალაქეთა წინაშე“.
„უმძიმესი ფაქტი მოხდა, რომელსაც ვერც ერთი ქართველი ვერ შეეგუება, ეს არის სრული ანომალია, სრულიად არანორმალური რამ, როცა ოკუპაციას ეწირება საქართველოს მოქალაქე, აბსოლუტურად არალეგიტიმური, მხეცური ფაქტი და რა თქმა უნდა, ყველაფერი გაკეთდება, რომ ეს ბარბაროსული დანაშაული არ დარჩეს დაუსჯელი,”- განაცხადა სარჯველაძემ.