ყველაფერი დაწყნარდება, მეუფე პეტრე დაემორჩილება წმინდა სინოდის განჩინებას – დეკანოზი გიორგი თევდორაშვილი

“ჩემი ხედვა ასეთია, რომ ყველაფერი დაწყნარდება, მეუფე პეტრე დაემორჩილება წმინდა სინოდის განჩინებას და ეკლესია გააგრძელებს თავის მოღვაწეობას”, – ამის შესახებ დეკანოზმა გიორგი თევდორაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა.

„მეუფე პეტრე საკმაოდ გონიერი ადამიანია და მიიღებს სწორ გადაწყვეტილებას. ის აღდგება თავის მსახურებაში გარკვეული დროის შემდეგ“,- აცხადებს დეკანოზი.

ამასთან, დეკანოზი გიორგი თევდორაშვილი იმედს გამოთქვამს, რომ საქართველოს პრეზიდენტი სინოდის სხდომის თხოვნას გაითვალისწინებს და დეკანოზ გიორგი მამალაძეს შეიწყალებს.

„ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ პრეზიდენტი გაითვალისწინებს სინოდის თხოვნას და მამა გიორგი მამალაძე დატოვებს საპყრობილეს“,- აცხადებს დეკანოზი გიორგი თევდორაშვილი.

banner
წინა სტატიაშიოკუპირებულ ახალგორში დაშავებული ქალის ოჯახს პაციენტის თბილისში გადაყვანის საშუალებას არ აძლევენ
შემდეგი სტატიაანრი ოხანაშვილი : პატრიარქს საზოგადოების დიდი მხარდაჭერა აქვს