“ყველაფერი დაგეგმილია ხვალიდნელი სხდომისთვის”- უსუფაშვილმა ხვალინდელი პროცედურები განმარტა

პარლამენტის თავმჯდომარემ დავით უსუფაშვილმა ბიუროს სხდომაზე ის პროცედურები განმარტა, რომელიც ხვალ მთავრობის დასამტკიცებლად არის საჭირო.
როგორც უსუფაშვილმა სხდომაზე განაცხადა, უკვე ცნობილია კომიტეტების დასკვნები მთავრობის ახალ შემადგენლობასთან დაკავშირებით. პარლამენტის თავმჯდომარის თქმით, რაც შეეხება საპარლამენტო უმცირესობას და ოპოზიციურ ფრაქცია “თავისუფალ დემოკრატებს”, ისინი მთავრობის ამ შემადგენლობას მხარს არ დაუჭერენ.
“ახალ პრემიერ მინისტრს და მთავრობას კომიტეტებმა უკვე მოუსმინეს. ჩვენ გვაქვს წარმოდგენილი კომიტეტის დასკვენები მთავრობის შემადგენლობის შესახებ. კომიტეტები ყველა იწონებს და მხარს უჭერს მთავრობის ამ შემადგენლობას. საპარლამენტო ჯგუფებს რაც შეეხება, მათი დამოკიდებულება დღეს გაცხადდა. ოპოზიციციური ფრაქცია “თავისუფალი დემოკრატები” და “ნაციონალური მოძრაობა” მთავრობას და მის შემადგენლობას მხარს არ უჭერს.
ჩვენ ამ შედეგებს, როგორც ბიუროს დასკვნას, რეგლამენტის შესაბამისად საქართველოს პრეზიდენტს და მთავრობას ვამცნობთ და ამით ჩვენ მზად ვართ გადავიდეთ საპარლამენტო განხილვების შემდეგ დასკვნით ეტაპზე. კერძოდ, ხვალ, 12:00 საათზე პლენარული სხდომის რეჟიმში უნდა მოვისმინოთ უკვე მთავრობის პროგრამა. განვიხილოთ საკითხი პირველი მოსმენისთვის წარდგენილი წესით და ბოლოში მივიღოთ გადაწყვეტილება მთავრობისადმი ნდობის გამოცხადების. ყველაფერი დაგეგმილია ხვალიდნელი სხდომისთვის”, – განაცხადა დავით უსუფაშვილმა ბიუროს სხდომაზე.
დღეს პარლამენტში მინისტრობის კანდიდატებს უმრავლესობისა და უმცირესობის ფორმატში მოუსმინეს. რაც შეეხება ხვალინდელ რიგგარეშე სესიას, დეპუტატები მთავრობის ახალ შემადგენლობას უყრიან კენჭს.

banner
წინა სტატიაში“ერთი-ორი შემთხვევა იყო, როცა ვეღარ შევიკავე თავი, არ ვიცი ეს კარგი იყო, თუ ცუდი”
შემდეგი სტატიაკახა კალაძე: მთავარი ღირებულება მორალია, თუმცა დემოკრატიაც მნიშვნელოვანია