“ყველანი ერთად ვიდგებით, სანამ არ იქნებიან ის ადამიანები დასჯილი” – მალხაზ მაჩალიკაშვილი

რუსთაველის გამზირის ცენტრში განლაგებულ კარვებში ზაზა სარალიძესთან და მის მხარდამჭერებთან ერთად ღამე მალახაზ მაჩალიკაშვილმაც გაათენა.

ანტიტერორისტული სპეცოპერაციისას მოკლული 19 წლის თემირლან მაჩალიკაშვილის მამის მოთხოვნები უცვლელია. მალხაზ მაჩალიკაშვილი ითხოვს ხელისუფლებამ აღიაროს საკუთარი შეცდომა და მისი შვილის უდანაშაულობა.

„არის უამრავი ადამიანი, რომელიც სისტემამ გაამწარა. ყველანი ერთად ვიდგებით, სანამ სიმართლეს არ დავადგენთ სანამ არ იქნებიან ის ადამიანები დასჯილი. იქნას თემირლანი აღიარებული უდანაშაულოდ აღიაროს სახელმწიფომ თავსი შეცდომა,“-აცხადებს მალხაზ მაჩალიკაშვილი.

banner
წინა სტატიაშიზვიად კუპრავას და აქციის 3 მონაწილეს წვრილმან ხულიგნობას ედავებიან
შემდეგი სტატიადეპუტატმა წილოსანმა “ფეისბუქ პოსტი” წაშალა