დიმიტრი ქუმსიშვილი: ყველანაირი შეფასებით დღეს საქართველოში მედია არის ძალიან თავისუფალი

ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის მშენებლობით დაინტერესებულ კომპანიებს შორის გამარჯვებულად „ანაკლიის განვითარების კონსორციუმი“ დასახელდა

ვიცე-პრემიერ, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრ დიმიტრი ქუმსიშვილის განცხადებით, ყველანაირი შეფასებით დღეს საქართველოში მედია არის ძალიან თავისუფალი.

მინისტრი განმარტავს, რომ საქართველოში ყველას შეუძლია ყველანარი აზრის გამოთქმა.

„მე მაქვს ღრმად ჩამოყალიბებული პრინციპი, რომ მედია უნდა იყოს თავისუფალი. ყველანაირი შეფასებით დღეს საქართველოში მედია არის ძალიან თავისუფალი. ყველას შეუძლია ყველანაირი აზრის გამოთქმა. მე შეიძლება მქონდეს ჩემი სუბიექტური დამოკიდებულება ზოგიერთ ტელევიზიაზე და ვთქვა, რომ ისინი არ არიან ობიექტურები, ანუ ისინი არიან მხარეები, თუმცა ესეც აბსოლუტურად ლეგიტიმური უფლებაა მედიის, რომ ის იყოს მხარე. არავინ არ ავალდებულებს მედიას, რომ სუბიექტური იყოს. თუ მას უნდა, რომ მხარე იყოს, იყოს მხარე”, – განაცხადა ქუმსიშვილმა.

ეკონომისკის მინისტრ დიმიტრი ქუმსიშვილის განცხადებით, იმის თქმა, რომ საქართველოში ვინმეს სიტყვის თავისუფლება შეეღუდა, ფანტაზიის სფეროა.

“მე ღრმად ვარ დრწმუნებული და მგონია, რომ ეს უკვე ფანტაზიის სფეროა, ვთქვათ, რომ ვიღაცას საქართველოში სიტყვის თავისუფლება შეეზღუდა. ერთი ფაქტი მითხარით, ვის შეეზუდა. მე მეგონია, რომ ნებისმიერი აზრი, რომელიც შეიძლება ამ ქვეყანაში გამოთქმულიყო, ნებისმიერი აზრის აუცილებლად გამოდის ასპარეზზე და მოსახელობა იგებს”, – განაცხადა ქუმსიშვილმა.

banner
წინა სტატიაშითამაზ მეჭიაური: ორივე მხრიდან არის შეურაცხმყოფელი, რომელსაც ვემიჯნები
შემდეგი სტატიამიხეილ ჯანელიძე: კონფლიქტების მოგვარების ერთადერთი გზა მათი მშვიდობიანი გადაწყვეტაა