“ყველანაირი რეკომენდაცია იყოს გათვალისწინებული”- ომბუდსმენმა ნინოწმინდის პანსიონი დატოვა

სახალხო დამცველმა ნინოწმინდის პანსიონის შენობა დატოვა. ბავშვთა თავშესაფარში ის დაახლოებით 4 საათის განმავლობაში იმყოფებოდა.

“ეს იყო გაცნობითი შეხვედრა ბავშვებთან. როგორც აქამდე ვამბობდი, იყო გარკვეული გაუცხოება ბავშვების მხრიდანაც, გარკვეული ცრუ წარმოდგენები და შიშები. დღეს მთავარი დანიშნულება ბავშვების გაცნობა და მათთან კონტაქტში შესვლა იყო. გაგრძელდება კიდევ ვიზიტები. გავეცანით დოკუმენტაციას და გვაქვს პირველადი რეკომენდაციები. დოკუმენტაცია იქნება პირველ რიგში მოსაწესრიგებელი… სრული მზაობა დავინახე, რომ ყველანაირი რეკომენდაცია იყოს გათვალისწინებული”, – ამბობს ნინო ლომჯარია.

banner
წინა სტატიაშივოლსკი – ცხრა წელზე ვერ დავამთავრებთ საუბარს იმიტომ, რომ ყოველდღე გვხდება ერთი და იგივე თემები
შემდეგი სტატია“მსურს, ბატონ პრემიერს და შს მინისტრს მადლობა გადავუხადო სამართლებრივი სახელმწიფოს პრინციპისა და კანონის უზენაესობის დაცვისთვის”