“ყველამ უნდა იგრძნოს პასუხიმსგებლობა, რომ სამუშაო დროულად და ხარისხიანად შეასრულოს”

თბილისის მერის დავით ნარმანიას განცხადებით, იმ კონტრაქტორი კომპანიების მიმართ, რომლებიც დროულად არ ასრულებენ სამუშაოებს, სანქციები გატარდება.

როგორც ნარმანიამ ჟურნალისტებს განუცხადა, კონტრაქტორ კომპანიებზე ზედამხედველობა გაძლიერდება და მათ როგორც ფინანსური, ისე ადმინისტრაციული სანქციები დაეკისრებათ.

“ეს არის ძალიან პრინციპული საკითხი. დედაქალაქში კონრაქტორთან, კერძო კომპანიებთან მიმართებაში გავაძლიერებთ ზედამხედველობას, ისევე როგორც კომუნიკაციების სამუშაოების მწარმოებელი კომპანიების მიმართ, რომლებიც ჩვენგან იღებენ ნებართვებს. ისინი სპეციალურ ზედამხედველობას დაექვემდებარებიან. ყველამ უნდა იგრძნოს პასუხიმსგებლობა, რომ თუ რაიმე სამუშაოს ასრულებს, სამუშაო დროულად და ხარისხიანად გააკეთოს”, – განაცხადა ნარმანიამ მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ.

მისი თქმით, სამუშაოებთან დაკავშირებით პრობლემა ორ-სამ კომპანიას შეექმნა.

“ორი სამი კომპანიაა, რომელსაც შეექმნა მართვასთან დაკავშირებული პრობლემები და დროულად ვერ დაასრულეს სამუშაოები. ასევე არიან კომუნიკაციების სამუშაოების მწარმოებელი კომპანიები, რომელთაც უზიანდებათ კომუნიკაცია და დამტებით აქვთ გასაყვანი. ისინი ჩვენგან იღებენ ნებართვას. მნიშვნელოვანია, რომ ყველა მათგანმა დროულად დაასრულოს სამუშაოები. იქნება როგორც ფინანსური, ისე ადმინისტრაციული სანქციები. ჩვენი თანამშრომლები, რომლებიც ახორციელებენ ზედამხვედველობას, მოეკიდებიან უფრო მეტი პასუხისმგებლობით, თუ არადა მათზეც გავრცელდება სანქციები”, – განაცხადა ნარმანიამ.

banner
წინა სტატიაშიიარაღის ჯილდოდ გადაცემის უფლება სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურსაც ექნება
შემდეგი სტატიაანრი ჯოხაძეს თვალზე ცრემლი მოადგა