ყველამ უნდა გავაცნობიეროთ, რა არის ასეთი დიდი მსხვერპლის მიზეზი – გახარია ავტოავარიებზე

შინაგან საქმეთა სამინისტრომ საზოგადოებას საგზაო უსაფრთხოების კუთხით არსებული სიტუაციის ანალიზი და 2019 წლის ბოლომდე განსახორციელებელი სამოქმედო გეგმა წარუდგინა.

ღონისძიება შინაგან საქმეთა მინისტრმა გიორგი გახარიამ გახსნა. სიტყვით გამოსვლისას გიორგი გახარიამ ავტოსაგზაო შემთხვევების მაღალ მაჩვენებელსა
და მის შედეგად გამოწვეული ზიანის მასშტაბებზე ისაუბრა.

„ჩვენი დღევანდელი შეკრების მიზეზი გახლავთ ის, რომ საზოგადოებას გავაცნოთ,
რა მიდგომა უნდა გვქონდეს ამ პრობლემის გადასაწყვეტად. ყველა კვლევით, მათ შორის საერთაშორისო ორგანიზაციების კვლევით, საქართველო გზებზე დაკარგული
მოსახლეობის რაოდენობით არის ლიდერი, როგორც რეგიონში, ასევე აღმოსავლეთ ევროპაშიც. შესაბამისად, ყველამ უნდა გავაცნობიეროთ, რა არის ასეთი დიდი მსხვერპლის მიზეზი.

ჩვენ არ ვსაუბრობთ რომელიმე უწყების კარგ ან ცუდ მუშაობაზე, ჩვენ ვსაუბრობთ კონკრეტულ მიზეზებზე: ეს გახლავთ სიჩქარის გადამეტება, საპირისპირო მოძრაობაზე გამოსვლა, საგზაო ნიშნის მონაცემების არდამორჩილება, სიმთვრალე. ეს არის საზოგადოების საერთო პრობლემა და ყველამ უნდა გავაცნობიეროთ, რომ თითოეული საზოგადოების წევრის პირდაპირი
ვალდებულებაა გამოვიდეთ კომფორტის ზონიდან და რეალურად შევაფასოთ ის გამოწვევა, რომელიც არის ჩვენს გზებზე.

ვერც ერთი უწყება, ვერც შინაგან საქმეთა სამინისტრო, გზების დეპარტამენტი, მერია, მარტო ამ პრობლემას ვერავინ მოაგვარებს, რადგან ეს გახლავთ მთლიანად
საზოგადოების გამოწვევა. ამ პრობლემის მოგვარებას ცალკე აღებული ვერ უშველის ვერც ტექდათვალიერების გამართული ფუნქციონირება.

2017 წელს, ჩვენს გზებზე იყო მხოლოდ და მხოლოდ 170 კამერა, დღეს არის 2600, წლის ბოლომდე იქნება 5000. კონტროლის მექანიზმები იქნება კიდევ უფრო
ეფექტიანი, სიჩქარის გადაჭარბების სექციური კამერები წლის ბოლომდე დაფარავს საქართველოს გზების 700 კილომეტრს, ჩამოყალიბდა ავტოსაგზაო შემთხვევების
სიღრმისეული შესწავლის სისტემა, შავი წერტილების გამოვლენის და მათი გამოსწორების და კიდევ ბევრი რამ,”-განაცხადა გიორგი გახარიამ.

banner
წინა სტატიაშისერგეენკო-64 კოლეგა იყო, ვისთანაც სამსახურებრივი ურთიერთობა მქონია, ცვლილებები ალბათ იქნება
შემდეგი სტატიაგორში სპეცოპერაცია ჩატარდა