ყველამ მანდატები დაყარონ, დაიჩოქონ და ბოდიშები იხადონ – ალეკო ელისაშვილი

დაგვიჩოქონ და ბოდიშები გვიხადონ – ამ განცხადებით ალეკო ელისაშვილმა უმრავლესობის წევრებს მიმართა. ელისაშვილმა მათ მანდატების დატოვებისკენ მოუწოდა. მისი განცხადებით, რუსული დელეგაციის საქართველოში ვიზიტის გამო პასუხისმგებლობა ამ საქმეში მონაწილე ყველა პირმა უნდა გაიზიაროს.

„დაგვიჩოქონ და ბოდიშები გვიხადონ. პარლამენტის თავმჯდომარემ აი, ის შეურაცხყოფილი და შებილწული სავარძელი უნდა დატოვოს და ისიც უნდა გადადგეს და მიჰყვეს. რას ჰქვია საზღვარგარეთაა და საქმის კურსში არ იყო. ვინ შეათრია ის კაცი იმ პარლამენტის დარბაზში, ძალიან მაინტერესებს. როგორ მისცეს იქ დაჯდომის უფლება. ეს არის შეფურთხება თითოეული ქართველის. ბოდიშებს კი ნუ იხდიან, არ ვიცოდითო ივანიშვილი და სხვები, ყველამ მანდატები დაყარონ, დაიჩოქონ, ბოდიშები იხადონ. ყველამ უნდა გაიზიაროს პასუხისმგებლობა, პირადად, ვინც მოათრევდა ამ კაცს საქართველოში, აი, ყველამ უნდა მანდატები დატოვონ, დაიჩოქონ და ბოდიშები იხადონ,” – განაცხადა ელისაშვილმა.

სასტუმრო “რედისონის” ტერიტორიაზე პოლიტიკოსები არიან შეკრებილები და რუსულ დელეგაციას ქვეყნის დატოვებისკენ მოუწოდებენ.

banner
წინა სტატიაშიკობახიძე გადადგეს სასწრაფოდ – გრიგოლ ვაშაძე
შემდეგი სტატიაირაკლი კობახიძე დაუყოვნებლივ უნდა გადადგეს!