ყველამ კარგად ვნახეთ, ქვეყანას ბიძინა ივანიშვილის მმართველობამ რა მოუტანა-სერგი კაპანაძე

ბიძინა ივანიშვილისთვის ქველმოქმედება კავშირში იყო და რჩება პოლიტიკასთან, მან ქველმოქმედება პოლიტიკური დივიდენდებისთვის გამოიყენა, შემდეგ კი, პოლიტიკაში მოვიდა და ყველამ კარგად ვნახეთ, ქვეყანას მისმა მმართველობამ რა მოუტანა, – ამის შესახებ ჟურნალისტებს პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, სერგი კაპანაძემ განუცხადა, რომელიც ბიძინა ივანიშვილის ინტერვიუს ეხმაურება.

დეპუტატის თქმით, როგორც ჩანს, ბიძინა ივანიშვილის ინტერვიუ მისი სურვილის გამოვლინებაა, რომ საზოგადოება კვლავ ენდოს და მორიგი მანდატი მისცეს.

„მგონი, ყველამ კარგად დაინახა, რომ ბოლო რვა წლის განმავლობაში, ბიძინა ივანიშვილის მიმართ გამოცხადებული ნდობა არ გამართლდა. მან არც ერთი მნიშვნელოვანი საკითხი არ გადაჭრა, არც ერთი დაპირება არ შეასრულა. დაპირება, რომ ინვესტიციებით კურორტებს ააღორძინებს, ესეც არ შესრულდება. ამას ისე ვერ გააკეთებს, როგორც ვერ გააკეთა, ფასების გაიაფება, ლარის გამყარება და ა.შ. ეს ყველაფერი წინასაარჩევნო პროცესის დაწყებაა, როცა საზოგადოებას აჩვენებს, რომ მზად არის, თავისი ფული მორიგჯერ დახარჯოს. ხალხს ჰპირდებოდა, რომ თითოეულ სოფელს ხუთი მილიონი ექნებოდა, თავის ფულს დახარჯავდა და იაფი კრედიტები იარსებებდა, არც ამას გააკეთებს. ინტერვიუში ნიშანდობლივი იყო, საქმემან ჩვენმა წარმოგვაჩინოსო, ივანიშვილი საქმემ წარმოაჩინა, რისი მაქნისიცაა. ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ ოპოზიციაში გადავიდეს და მართლა ქველმოქმედებით დაკავდეს. ამ ყველაფერს პოლიტიკური მიზნებით აკეთებდა და ახლაც ამას აგრძელებს“, – განაცხადა კაპანაძემ.

banner
წინა სტატიაში“რასაცა გასცემ შენია, რაც არა დაკარგულია”-ბიძინა ივანიშვილის ხედვა ქველმოქმედებაზე
შემდეგი სტატია“პატრიარქისა და საპატრიარქოს წინააღმდეგ გარკვეული პოლიტიკური ძალების მიერ მიზანმიმართული პოლიტიკა გრძელდება”