ყველამ ერთად ვაიძულოთ ხელისუფლებას, გააკეთოს ის, რაც არის გასაკეთებელი – სალომე ზურაბიშვილი

“ყველამ ერთად ვაიძულოთ ხელისუფლებას, გააკეთოს ის, რაც არის გასაკეთებელი”

„მინდა მოგმართოთ თქვენ, ვინც დღეს სახლიდან გაიგეთ ის გადაწყვეტილება, რომელიც არ არის ჯერ გადაწყვეტილება, არის მხოლოდ და მხოლოდ რეკომენდაცია ევროკომისიის, მაგრამ გაიგეთ ის, რომ საქართველო არ დგას იმ სამეულის ჯგუფში, რომელიც ჩვენ შევქმენით და რაღაცნაირად ამ ჯგუფს ჩამოვრჩით.

შეიძლება იმედგაცრუებული იყოთ, მე უფრო იმ კატეგორიას ვეკუთვნი, რომელიც გაბრაზებულია და ჩემს წინა გამომსვლელს ვეთანხმები, რომ ჩვენ ამის უფლება არ გვაქვს, რომ ჩვენ შეიძლება ადრე, და მე პირადად ბევრი რამე ვთქვი, იმიტომ, რომ ვხედავდი, რაც მზადდებოდა. ამან გამოიწვია ზოგის წყენა, გაბრაზება და ა.შ. მაგრამ ფაქტი ფაქტია და ვერ გავექცევით. მაგრამ ფაქტები იმას არ ნიშნავს, რომ ჩვენ ფარ-ხმალი უნდა ჩამოვყაროთ. ეს არ არის ქართული ხასიათი. მოსახლეობის იმედი მაქვს, ვინც გუშინ იყო გამოსული, ვინც სახლიდან გვიყურებს. რაც დღეს მოგვივიდა არის გაფრთხილება, „რაც მოგივა დავითაო, ყველა შენი თავითაო“. ჩვენი ბრალია, დავიმსახურეთ. იმის მერე, რაც 30 წლის მანძილზე ამ ქვეყანამ გააკეთა, რომ ისე ჩამოვრჩით ჩვენს ორ პარტნიორს, ჩვენი ბრალია, აბა ვისი? ევროპამ არ გადაგვაგდო, ევროპამ არ გვითხრა უარი, პირიქით, ჯერ მხოლოდ ურსულას {ურსულა ფონ დერ ლაიენი, ევროკომისიის პრეზიდენტი} ბრიფინგიდან არის პირველი ცნობები, პირველ რიგში, უნდა წავიკითხოთ ევროკომისიის რეკომენდაციები. იქ წერია, რომ მივიღეთ ევროპული პერსპექტივა. ეს არის ის, რაც აქამდე ჩვენთვის არავის არ უთქვამს. აქამდე ამის პერსპექტივა არავის არ მოუცია“- ამბობს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი.

banner
წინა სტატიაშისაქართველო ივანიშვილის გარეშე! სანამ ჯერ კიდევ გვაქვს დრო! სანამ ჯერ კიდევ გვაქვს შანსი!- გვარამია
შემდეგი სტატიათუ მართლა გინდათ ევროპული პერსპექტივის გადარჩენა, აღიარეთ ყველა პრობლემა, რაც დასკვნაშია და 24 ივნისამდე აიღეთ ვალდებულება რეფორმებზე – ნათია მეზვრიშვილი