,,ყველა ვკარგავთ ქვეყანას. ისინიც, ვისაც ეს გვესმის, და ისინიც – ვინც ამას ჯერ ვერ აცნობიერებს”

region
ავტ.: region ივლისი 27, 2019 13:21

,,ყველა ვკარგავთ ქვეყანას. ისინიც, ვისაც ეს გვესმის, და ისინიც – ვინც ამას ჯერ ვერ აცნობიერებს”

,,საქართველოს უახლეს ისტორიაში, გადატრიალებას არ ვგულისხმობ, ხელისუფლება არ შეცვლილა ერთი პოლიტიკური ძალის მიერ, ანუ კოალიციის გარეშე. შევარდნაძეც, სააკაშვილიც სწორედ კოალიციის, დიდი ოპოზიციური გაერთიანებების შედეგად წავიდნენ.

საქართველოში პარტიული პოლიტიკური კულტურა არ განვითარებულა 2012 წლის შემდეგ საიმისოდ, რომ ეს კანონზომიერება აღარ იყოს აქტუალური. მეტიც, ეს კარგად უწყის არქიფომ, და ყველანაირად ცდილობს პარტიებს შორის შუღლის დათესვას, საზოგადოების დაპირისპირებას, მარგინალიზაციას, რათა ერთი პირი არა ჰქონდეთ.

ამასობაში, ყველა ვკარგავთ ქვეყანას. ისინიც, ვისაც ეს გვესმის, და ისინიც – ვინც ამას ჯერ ვერ აცნობიერებს და პოსტ ფაქტუმ მიხვდება. 2020 არჩევნები თუ ქოცებმა მოიგეს, დანამდვილებით შეიძლება ითქვას, რომ საქართველო არამხოლოდ ფინანსურად, ეკონომიურად, პოლიტიკურად იქნება მიბმული რუსეთზე, როგორც დღეს (ამას უკვე აღარც მალავენ ხელისუფლებაში), არამედ იქნება სრულმასშტაბიანი რუსეთის გუბერნია.

ამიტომ 2020 წლის ოქტომბერი, შეიძლება ითქვას, საკვანძო თარიღია. ისეთივე, როგორც 1918 წლის 26 მაისი და 1991 წლის 9 აპრილი. ამ დროს ან ავად თუ კარგად შევინარჩუნებთ ქვეყანას, ან ბოლომდე წავაგებთ მას. ჩემი აზრით, საამისოდ უნდა გაერთიანდეს ყველა, იქნება ეს ნაცი, სოციალისტი თუ მემარჯვენე, ლეიბორისტი, პოლიტიკაში ახლადგამოჩენილი მამუკა ხაზარაძის ფრთა, თუ სხვა პატრიოტულად განწყობილი ძალა და უნდა მოინახოს რაღაც პარიტეტული, გამაერთიანებელი ფორმატი და საწყისი. უნდა დავივიწყოთ განსხვავებები, წინააღმდეგობები, თუნდაც დროებით, როგორც უინსტონ ჩერჩილმა -თავის დროზე… რადგან მიზანი ამ განსხვავებებზე და კონფლიქტებზე ბევრად მეტია!

ამავე დროს, ვინც დადგება ხელისუფლებასთან, კარგად მოახდენს თვითლუსტრაციას. მხოლოდ ასე მესახება საქართველოს გამარჯვება.”-წერს ცოტნე გამსახურდია

region
ავტ.: region ივლისი 27, 2019 13:21

გამოკითხვა

ამჟამად არცერთი გამოკითხვა არ მიმდინარეობს.

Google სტატისტიკა


9,127
ვიზიტორი
დღეში
Powered By Google Analytics