„ყველა, ვინც წინასწარ საუბრობს პარტიებს შორის საარჩევნო დაჯგუფებაზე, უპასუხისმგებლოდ იქცევა და ზოგადად ივანიშვილის რეჟიმის წინააღმდეგ კოორდინაციას საფრთხის ქვეშ აყენებს“ – გიგა ბოკერია

 

ევროპული საქართველოს თავმჯდომარე, გიგა ბოკერია ოპოზიციური პარტიების გაერთიანების საკითხს გამოეხმაურა.

როგორც გიგა ბოკერიამ აღნიშნა, მნიშვნელოვანია, რომ პარტიები შეჯერდნენ იმაზე, თუ რას გააკეთებენ ივანიშვილის რეჟიმის დამარცხების შემდეგ.

მისივე თქმით, მნიშვნელოვანია ხალხმა იცოდეს, რომ ხელისუფლების ცვლილების შემდეგ არავის ხელში არ აღმოჩნდება კონცენტრირებული ძალაუფლება და პირველივე 100 დღეში გატარდება ის რეფორმები, რომელიც ამას არ დაუშვებს.

„სწორედ ამიტომ ვუჭერთ ჩვენ, ევროპული საქართველო პრეზიდენტ ზურაბიშვილის ინიციატივას მხარს. რაც შეეხება მათ, ვინც წინასწარ საუბრობს პარტიებს შორის საარჩევნო დაჯგუფებაზე, თან ისე, რომ ეს შეთანხმებები მიღწეული არაა, ყველა ეს სუბიექტი ენმ-ს მეთაურობით იქცევა უპასუხისმგებლოდ, პოპულისტურად და საფრთხის ქვეშ აყენებს ივანიშვილის რეჟიმის წინააღმდეგ ზოგადად პარტიების კოორდინაციას.

banner
წინა სტატიაშიგიგი წერეთელი – ვენეციის კომისიასთან პარანოიალური იდეებით ბრძოლა, თითქოს მათ დასკვნა ვიღაცამ დააწერინა ან ვინმე მართავს, მიუთითებს, რომ ხელისუფლებას რაციონალური ნაბიჯების რესურსი არ დარჩა
შემდეგი სტატიალიეტუვის სეიმი ევროკავშირის ინსტიტუტებს მოუწოდებს, პრეზიდენტის ვეტოს დაძლევის შემთხვევაში, საქართველოს მთავრობის წინააღმდეგ საპასუხო ზომები განიხილონ