არჩევნები გაუქმებულია. ყველა, ვინც ფუნდამენტური ცვლილებების გარეშე წავა რაიმე სახის არჩევნებზე ის არის ჩვეულებრივი კოლაბორაციონისტი და რუსული საოკუპაციო რეჟიმის თანამზრახველი, – ამის შესახებ მიხეილ სააკაშვილმა საკუთარ სასამართლო პროცესზე ისაუბრა, რომელსაც დისტანციურად, კლინიკა “ვივა მედიდან” ჩაერთო.
ლაპარაკია იმაზე, რომ აი, ადგილობრივ არჩევნებზე წავალთ თუ არა. ხალხო, ეს არის ოკუპაციურ-კოლაბორაციული რეჟიმი. არჩევნები გაუქმებულია. ყველა, ვინც ფუნდამენტური ცვლილებების გარეშე წავა რაიმე სახის არჩევნებზე, ის არის ჩვეულებრივი კოლაბორაციონისტი და რუსული საოკუპაციო რეჟიმის თანამზრახველი და შეიძლება, ითქვას, მონპასე, – ამბობს სააკაშვილი.