ყველა უნდა შევეჩვიოთ გადასახადების გადახდას, იქნება ეს ტელევიზია, საწარმო, მცირე საწარმო, თუ რომელიმე სხვა ორგანიზაცია

ჩვენ ყველა გადასახადების გადახდას უნდა შევეჩვიოთ, იქნება ეს ტელევიზია, საწარმო, მცირე საწარმო, თუ რომელიმე სხვა ორგანიზაცია და კომპანია, – ასე გამოეხმაურა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ნათია თურნავა ტელეკომპანიების: „კავკასია“, „ტვ პირველი“ და „რუსთავი 2“ საბანკო ანგარიშებზე ინკასოს დადებას.

მისივე განმარტებით, საქმეში უჩვეულო არაფერია, რადგან გადასახადები ყველამ უნდა გადაიხადოს.

“მე რამდენადაც მახსოვს, ფინანსთა მინისტრმა ჯერ კიდევ რამდენიმე თვის წინ მიმართა ტელევიზიებს და განაცხადა, რომ მზად არის განიხილოს ძველი დავალიანებების რესტრუქტურიზაცია იმ პირობით, რომ მიმდინარე საგადასახადო ვალდებულებები პირნათლად იქნება შესრულებული. ეს ინკასო, რამდენადაც მე ვიცი, მიმდინარე დავალებების დაგვიანებით შესრულებით ან შეუსრულებლობით არის გამოწვეული. ჩვენ ყველა უნდა შევეჩვიოთ გადასახადების გადახდას, იქნება ეს ტელევიზია, საწარმო, მცირე საწარმო, თუ რომელიმე სხვა ორგანიზაცია და კომპანია. არაფერი აქ უჩვეულო არ არის, გადასახადი ყველამ უნდა გადაიხადოს“,-განაცხადა ნათია თურნავამ.

banner
წინა სტატიაშითამარ მეფის სახელობის ხიდის პანდუსის რეაბილიტაცია დასრულდა
შემდეგი სტატიაკენეტ იალოვიცი: საქართველოში მესიების როლი უნდა დამთავრდეს