ყველა თვითდასაქმებულს, რომელმაც მთავრობას მიმართა, ერთჯერადი დახმარების სახით 300 ლარი დაერიცხება

ყველა თვითდასაქმებულს, რომელმაც მთავრობას მიმართა, ერთჯერადი დახმარების სახით 300 ლარი დაერიცხება, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.

მისივე თქმით, თვითდასაქმებულების მხარდაჭერის პროგრამა დასრულდა და ყველა იმ დარჩენილ 80 ათას მოქალაქეს, რომელმაც სრულად ვერ დააკმაყოფილა დოკუმენტების შეგროვების თვალსაზრისით მოთხოვნები, ეს თხოვნა დაუკმაყოფილდება.

„თვითდასაქმებულების მხარდაჭერის პროგრამა დავიწყეთ რამდენიმე თვის წინ. ამ პერიოდის განმავლობაში, საქართველოს მთავრობას მომართა 250 ათასმა მოქალაქემ თხოვნით, ერთჯერადი 300 ლარის დახმარებით თვითდასაქმებულებისთვის. რა თქმა უნდა, ეს დახმარება მიიღო ყველამ, 170 000-მა მოქალაქემ, რომელსაც სრულად ჰქონდა შევსებული და ეს დოკუმენტაცია სრულად აკმაყოფილებდა მთავრობის დადგენილების მოთხოვნებს. თუმცა დღეს ჩვენ, ვიდრე გადავალთ მეორე ეტაპზე და როდესაც თვითდასაქმებულების პროგრამას ვხურავთ, მივიღეთ გადაწყვეტილება, ყველა იმ დარჩენილ 80 ათას მოქალაქეს, რომელმაც სრულად ვერ დააკმაყოფილა დოკუმენტების შეგროვების თვალსაზრისით მოთხოვნები, დაუკმაყოფილდეს ყველა ვარიანტში ეს თხოვნა და დაერიცხოს 300 ლარი ერთჯერადი დახმარების სახით. ამით თვითდასაქმებულების ერთჯერადი დახმარების პროგრამა დასრულდება.

ყველა სხვა პროგრამა, რომელიც ითვალისწინებდა ჩვენი მოქალაქეების სოციალურ დახმარებას, ეს იქნება სამსახურის დაკარგვის, შშმ პირების, მრავალშვილიანი ოჯახის, რა თქმა უნდა, ყველაფერი გაგრძელდება და გრძელდება შესაბამისი ვადებით. როგორც შედეგი, ჩვენ მეორე ეტაპს ვხურავთ იმით, რომ ყველა თვითდასაქმებულს, რომელმაც მიმართა მთავრობას, 250 000 ადამიანი, ყველანაირი შეფერხების გარეშე, სექტემბრამდე ეს თანხა დაერიცხება“,- განაცხადა გიორგი გახარიამ.

banner
წინა სტატიაში150 ათასამდე სოციალური ქულის მქონე და სტატუსშეჩერებულ სტუდენტებს სახელმწიფო გარკვეული პერიოდის განმავლობაში სწავლის საფასურს დაუფინანსებს
შემდეგი სტატიაგიორგი გახარია – იმის მიუხედავად, ოჯახში რამდენი შვილია, 17 წლის ჩათვლით ყველა ბავშვი დახმარებას მიიღებს, შეძლებულ ოჯახებს უარის თქმა შეუძლიათ