,,ყველა სფერო მნიშვნელოვანია და არა მხოლოდ ის, საიდანაც მე მოვდივარ”

„ქართული ოცნების“ წევი ლევან კობიაშვილი დარწმუნებულია, რომ მისი პარლამენტში ყოფნა წარმატებული იქნება – „დღეს პირველი დღეა. მნიშვნელოვანი დღეა არა მარტო ჩვენთვის, არამედ მთელი ქვეყნისთვის. მინდა ყველას მივულოცო დღევანდელი დღე და დარწმუნებული ვარ, ბევრი მუშაობა გველის ყველა ჩვენთაგანს. ყველა სფერო მნიშვნელოვანია და არა მხოლოდ ის, საიდანაც მე მოვდივარ. ვფიქრობ, აქ მხოლოდ მაგ სფეროსთვის არ ვარ“, – განაცხადა ლევან კობიაშვილმა, რომელიც უკვე ქუთაისში, საკანონმდებლო ორგანოში იმყოფება.

პარლამენტში უკვე იკრიბებიან სხვა დეპუტატებიც. სხდომა 12 საათზე უნდა დაიწყოს.

banner
წინა სტატიაში„მთავარი გამოწვევა ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესებაა…მგონია, რომ ამას შევძლებთ”
შემდეგი სტატიაეკა ბესელია : იურიდიული კომიტეტი მზად იქნება უფრო ღიად იმუშაოს