“ყველა შემდგომი სამართლებრივი პროცედურა ორმხრივი სამართლებრივი თანამშრომლობის ფარგლებში მოხდება”- ბესელია სააკაშვილის დაკავებაზე

ეს არის ჩვენი მოქალაქეების უფლებების დარღვევა

მიხეილ სააკაშვილის დაკავებას პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ეკა ბესელია ეხმაურება. ბესელია ამბობს, რომ სააკაშვილის მიმართ ყველა პროცედურა ორმხრივი სამართლებრივი თანამშრომლობის ფარგლებში მოხდება.

“ეს სამართლებრივი პროცედურა საერთაშორისო თანამეგობრობის ფარგლებში და შიდა ეროვნული კანონმდებლობით უკვე დაწყებულია, რადგან საქართველოში სააკაშვილს წინასწარი პატიმრობა შეფარდებული აქვს და ბრალი აქვს წაყენებული. მის მიმართ დაპატიმრების ბრძანება გაცემულია, ასევე არის ძებნის პროცედურაც დაწყებული. ექსტრადირების მოთხოვნა თავის დროზე იყო და ყველა შემდგომი სამართლებრივი პროცედურა ორმხრივი სამართლებრივი თანამშრომლობის ფარგლებში მოხდება”, – განაცხადა ბესელიამ.

banner
წინა სტატიაში(Video) მიხეილ სააკაშვილი სპეცდანიშნულების რაზმმა დააკავა
შემდეგი სტატიაბანდიტური გადაწყვეტილება უკრაინის ხელისუფლების მხრიდან – ბექა ბასილაია მიხეილ სააკაშვილის დაკავებაზე საუბრობს