ყველა შეცდომა, რომელსაც დაუშვებს მთავრობა, გათვალისწინებული იქნება ევროკავშირის მხრიდან, კანდიდატის სტატუსის მინიჭებისას – კუბილიუსი მიხეილ სააკაშვილზე

შემაშფოთებელია ის ინფორმაცია, რომელიც ექიმებისა და სახალხო დამცველისგან მოდის მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობაზე – აცხადებს ევროპარლამენტარი ანდრიუს კუბილიუსი “მთავარი არხის” ეთერში. გადაცემა “დღის სტუმარში” ჩართვისას, კუბილიუსი საქართველოს ხელისუფლებას მოუწოდებს, დაუჯეროს ექიმების რჩევებს და შეწყვიტოს პოლიტიკური მოტივებით მოქმედება მესამე პრეზიდენტის მიმართ.

კუბილიუსი არ გამორიცხავს, რომ “ოცნების” ამ ქმედებებმა საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესში ხელი შეუშალოს, რადგან გადაწყვეტილების მიღების დროს, ევროპული ინსტიტუტები გაითვალისწინებენ მთავრობის ქმედებებს:

“ცუდი ამბები გვესმის ექიმებისგან. შემაშფოთებელია ინფორმაცია, რომელიც სახალხო დამცველისგან მოდის მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე. მთავრობამ უნდა შეასრულოს ექიმების რეკომენდაციები, უნდა დაუჯეროს ექიმებს და შეწყვიტოს ამ საკითხის მიმართ პოლიტიკური დამოკიდებულება. მნიშვნელოვანია, რომ ეს საკითხი გადაწყდეს არამხოლოდ სააკაშვილის ნაწილში, არამედ საქართველოს მომავლის თვალსაზრისით. საქართველომ განაცხადი გააკეთა ევროკავშირის წევრობის კანდიდატობაზე და ყველა ის შეცდომა, რომელსაც დაუშვებს მთავრობა, გათვალისწინებული იქნება ევროპის მხრიდან, გადაწყვეტილების მიღების დროს.” ამბობს კუბილიუსი.

ევროპარლამენტარი გამოეხმაურა ევროპის სახალხო პარტიის ყრილობაზე მესამე პრეზიდენტის მიწვევას და აღნიშნა, რომ ეს აბსოლუტურად ნორმალური მოვლენაა და რომ EPP ყველა მის წევრსა და ყოფილ ლიდერს იწვევს ყრილობაზე და საქართველოს ხელისუფლებამ უნდა გაითვალისწინოს ეს ყველაფერი.

კუბილიუსი გამოეხმაურა ოლიგარქების ივანიშვილ- ევტუშენკოვის სატელეფონო საუბრის ჩანაწერების შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას და შემაშფოთებელი უწოდა

“შემაშფოთებელია ბიძინა ვანიშვილის საუბარი რუს ოლიგარქთან, რომელიც განიხილავს, როგორ შეიძლება ქნას გამოყენებული საქართველო სანქციებისგან გვერდის ავლაში” – ამბობს კუბილიუსი.

მისივე თქმით, საუბრის ავთენტურობის დადასტურების შემთხვევაში, სერიოზული რეპუტაციული ზიანი მიადგება საქართველოს და არც სანქციების გამოყენება იქნება გასაკვირი:

მე არ გამიკვირდება, თუ სანქციებს გამოიყენებენ, მაგრამ უპირველესად ეს წამოვა აშშ-საგან და არა ევროკავშირისგან იმიტომ, რომ ევროკავშირში სანქციების დაწესების პროცესი გართულებულია – ამბობს კუბილიუსი.

banner
წინა სტატიაშიურსულა ფონ დერ ლაიენი – როგორც არასდროს, ევროპელები გრძნობენ, რომ ერთ ევროპულ ოჯახს მიეკუთვნებიან, რაც სიამაყით ავსებს ჩემს გულს
შემდეგი სტატიაკრასნოიარსკში მასშტაბური ხანძარია, სოფლებში საცხოვრებელი სახლები იწვის – გერაშენკო