ყველა საქართველოს მეგობარს, ვისაც ფუნდამენტური საკითხები ესმის, თუ რას ნიშნავს დემოკრატია, ექნება ერთი და იგივე მწვავე რეაქცია – ბოკერია რიშის განცხადებაზე

ევროპული საქართველოს ერთ-ერთი ლიდერი, გიგა ბოკერია, ამერიკელი სენატორის, ჯიმ რიშის განცხადებას ეხმაურება.
ბოკერიას თქმით, ყველა საქართველოს მეგობრისაგან, ვისაც ესმის დემოკრატიის ფუნდამენტური საკითხები, მოსალოდნელია ამგვარი მწვავე რეაქცია.
ბოკერიამ აღნიშნა, რომ როდესაც ხელისუფლება მუქარის დონეზეც კი, არათუ განხორციელების დონეზე, უშვებს სიგნალს, რომ რეგისტრაციას გაუუქმებს ყველაზე მსხვილ ოპოზიციურ პარტიას, ეს არის ავტორიტარიზმისაკენ სვლის შემდეგი საფეხური.
„აბსოლიტურად მოსალოდნელია, რომ ყველა საქართველოს მეგობრისაგან და ყველას, ვისაც ფუნდამენტური საკითხები ესმის, თუ რას ნიშნავს დემოკრატია, ლიბერალური დემოკრატია ამ შემთხვევაში, ექნებათ ერთი და იგივე მწვავე რეაქცია და სენატორი რიში სწორედ ამ პოზიციას აფიქისირებს.
ყოველთვის, როდესაც მუქარის დონეზეც კი, არათუ განხორციელების დონეზე, ნებისმიერი ხელისუფლება ასეთ სიგნალს უშვებს, ეს არის ავტორიტარიზმისაკენ სვლა, შემდეგი საფეხური ავტორიტარიზმისკენ სვლის. „ – განაცხადა ბოკერიამ
ჟურნალისტის კითხვაზე, შეაჩერებს თუ არა საქართველოს პარტნიორების მხრიდან ამგვარი განცხადებები ქვეყნის სწრაფ ინტეგრირებას დასავლეთთან, ბოკერიამ განაცხადა, რომ ქვეყნის სრულფასოვან დაბრუნებას ევროატლანტიკურ სივრცეში აფერხებს ის პროცესები, რაც ხდება ქვეყნის შიგნით ივანიშვილის რეჟიმის მხრიდან.
„პროცესს საქართველოს თავისუფალ სამყაროში, ევროატლანტიკურ სივრეში სრულფასოვანი დაბრუნების და ჩვენი უსაფრთხოებისა და სუვერენიტეტის საკითხს აფერხებს ის, რაც ხდება ჩვენი ქვეყნის შიგნით ივანიშვილის რეჟიმის მხრიდან.
ბუნებრივია, როდესაც პუტინის რუსეთის მსგავსად, ივანიშვილის ხელისუფლება დასახავს პერსპექტივას, რომ ასეთ ინსტრუმენტს იქმნის, რომ ვინც არ მოგწონს იმას რეგისტრაციას მოუხსნი, ეს რათქმაუნდა, შეუთავსებელია იმ კურსთან, რასაც ჰქვია თავისუფალი სამყაროს სრულფასოვანი წევრობა. ამას შიგნით მიყავს ქვეყანა კიდევ უფრო მეტი რისკისაკენ, აქედდან გამომდინარეა პრობლემა, მათ შორის, საგარეო თვალსაზრისით.“ – აღნიშნა ბოკერიამ.

banner
წინა სტატიაშიკახა მიქაია წულუკიანს: იმ ბრძენი კაცისთვის კი, რაც უფრო მაღალია თავისუფლების ხარისხი, მით მეტი შანსი არსებობს, დაბალი თანამდებობიდან პირდაპირ სახლში წასვლის
შემდეგი სტატიაოლიგარქის მორიგი ტრიუკი