“ყველა საკითხი მოგვარებულია?…ხალხს “უტოპიურ თემებზე სალაპარაკოდ” არ მიუცი ხმა”

შესაძლო საკონსტიტუციო ცვლილებებს პრეზიდენტის არჩევის წესთან დაკავშირებით, საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა გიორგი აბაშიშვილმა მწვავე განცხადებით უპასუხა . როგორც აბაშიშვილმა “კურიერის” პირდაპირ ეთერში განაცხადა, მმართველ პოლიტიკურ ძალას ქართველმა ხალხმა მანდატი რეალურ პრობლემებზე სალაპარაკოდ და მათ მოსაგვარებლად მისცა და არა “უტოპიურ თემებზე”.
“იქ, სადაც არ არსებობს პრობლემა, რატომ ვიწყებთ იქიდან? სხვა ყველა საკითხი მოგვარებულია? უმუშევრობა შემცირდა? საგარეო ვალი შემცირდა? უკეთესი ჯანდაცვა გვაქვს? სოფლის მეურნეობა განვითარდა? უკეთესი განათლების სისტემა გვაქვს? ეს საკითხები მოგვარდა? გადავედით შემდეგ საკითხზე? კი ბატონო, მაგრამ სავარაუდოდ, ძალიან მაღალი ალბათობით ქართველი ხალხის მანდატი პოლიტიკურ პარტიებს, მმართველ პოლიტიკურ გუნდს, არ მიუცია იმისთვის, რომ უტოპიურ თემებზე ილაპარაკოს. მისცა სწორედ იმიტომ, რომ ილაპარაკოს რეალურ პრობლემატიკაზე, ილაპარაკოს და არა მხოლოდ ილაპარაკოს, არამედ იმოქმედოს. მას ყველა საშუალება აქვს მოქმედების” განაცხადა გიორგი აბაშიშვილმა “კურიერის” პირდაპირ ეთერში საუბრისას.

banner
წინა სტატიაში“დიდი მიზნები გვქონდა, “ნაციონალური მოძრაობის” რეჟიმის ნარჩენების დამარცხება, მათი მილევად რეჟიმში გადაყვანა”
შემდეგი სტატიამანანა კობახიძე: თუ პრეზიდენტი თვითონ ივლის კომისიის სხდომებზე, ესეც არ იქნება ცუდი