“ყველა სახელისუფლებო კანდიდატმა დაწერა ის ქულა, რაც მასთან იყო შეთანხმებული”

ცალკეულ მოსამართლეებზე ზეწოლის ფაქტები გახშირდა

საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე გიორგი პაპუაშვილი იუსტიციის სამინისტროს პასუხს “ღია მასკარადს” უწოდებს და მასსა და თეა წულუკიანს შორის შემდგარი საუბრის დეტალებს იხსენებს.

გიორგი პაპუაშვილის განცხადებით, ყველა სახელისუფლებო კანდიდატმა დაწერა ის ქულა, რაც მასთან იყო შეთანხმებული.

„ყველა სახელისუფლებო კანდიდატმა დაწერა ის ქულა, რაც მასთან იყო შეთანხმებული. ეს იყო ღია მასკარადი. ერთ-ერთ შეხვედრის დროს, ქალბატონმა მინისტრმა ბრძანა, რომ ვენეციის კომისიის გაგრძელების საკითხს ის წყვეტს მთავრობიდან და, რადგანაც მნიშვნელოვანი გადაწყვეტილების დრო ახლოვდებოდა, თუ მთავრობასთან მჭიდროდ ვითანამშრომლებდი, ეს პრობლემა უცებ მოგვარდებოდა. მე ძალიან გაკვირვებული დავრჩი. მან შესაბამისი პასუხი მიიღო. ნორმალურ ქვეყანაში ან შეიქმნებოდა საპარლამენტო კომისია, ან პროკურატურა მაშინვე დაინტერესდებოდა, მაგრამ ჩვენ რამდენჯერაც მივმართეთ სამართალდამცავ ორგანოებს, როცა პირდაპირ ზეწოლა იყო, პასუხი არ მიგვიღია. მაგრამ ჩვენ მაინც დავიცავთ ჩვენს თავს,“ – აცხადებს გიორგი პაპუაშვილი.

შეგახსენებთ, რომ იუსტიციის სასწავლო ცენტრში ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მოსამართლეობის მსურველთა შერჩევის მიზნით გასაუბრებები გაიმართა, რომლის შედეგად სამთავრობო კომისიამ, ქულათა ჯამით, ხუთი კანდიდატი შეარჩია: ალექსანდრე ბარამიძე, ნანა მჭედლიძე, გიორგი ბადაშვილი, ანა დოლიძე და ევა გოცირიძე. მათ შორის გიორგი პაპუშვილი ვერ მოხვდა, რადგანაც მას დაბალი ქულები მიანიჭეს.

banner
წინა სტატიაშიაშშ-ის სადაზვერვო სამსახურმა უსამა ბინ ლადენის ანდერძი გამოაქვეყნა
შემდეგი სტატიანანა თეთრაძე – მრჩება გაუნელებელი ტკივილი, რომ უდანაშაულო ადამიანი მოკლეს