ყველა საგამოძიებო მოქმედება ჩატარდა, რაც საქართველოს შეეძლო – შოთაძე მუხთარლის საქმეზე

აფგან მუხთარლის საქმესთან დაკავშირებით გაგზავნილ მოთხოვნებზე აზერბაიჯანის კომპეტენტური ორგანოებიდან პასუხი ჯერ არ მიგვიღია – ამის შესახებ საქართველოს მთავარმა პროკურორმა, ირაკლი შოთაძემ განაცხადა.
„მე შემიძლია გითხრათ, რომ საქართველოში ათეულობით საგამოძიებო მოქმედება ჩატარდა. ფაქტობრივად ყველაფერი ჩატარდა, რაც საქართველოს შეეძლო. ჩვენ სამართლებრივი დახმარებები გვაქვს გაგზავნილი აზერბაიჯანის კომპეტენტურ ორგანოებში, ვითხოვთ მუხთარლის დაკითხვას და ამ დაკითხვაზე ჩვენი წარმომადგენლის დასწრებას. სამართლებრივი დახმარება გვაქვს გაგზავნილი ასევე, რომლითაც ვითხოვთ იმ განაჩენს, რომელიც აზერბაიჯანში დადგა მუხთარლის მიმართ, რათა დავადგინოთ ის ფაქტობრივი გარემოებები, რასაც აზერბაიჯანული პროკურატურა მუხთარლის ედავება. ჩვენ არ გვაქვს ამ ეტაპზე მიღებული პასუხები აზერბაიჯანის კომპეტენტური ორგანოებიდან და ველოდებით პასუხს“, – განაცხადა ირაკლი შოთაძემ.

banner
წინა სტატიაშიარჩილ ტატუნაშვილის სხეულზე, ნაწილი არ არის დარჩენილი, რომ წამების კვალი არ აღენიშნებოდეს – სუბარი
შემდეგი სტატიაფოთში ჯილეხის სამი შემთხვევა დაფიქსირდა