29.8 C
Tbilisi
კვირა, აგვისტო 9, 2026
banner

“ყველა რუსული დრონი განადგურებულია” – პოლონეთის შეიარაღებული ძალები

პოლონეთის შეიარაღებული ძალების ოპერატიული სარდლობა აცხადებს, რომ პოლონეთის საჰაერო სივრცეში წუხელ შეჭრილი ყველა რუსული დრონი განადგურებულია.

ჩამოვარდნის ადგილის დაზუსტებისთვის მუშაობის პარალელურად, ხელისუფლება მოსახლეობას სთხოვს, დრონის ნამსხვრევები აღმოჩენის შემთხვევაში, დაუყოვნებლივ დაუკავშირდნენ ცხელ ხაზს:

“პოლონეთის თავზე ყველა რუსული საბრძოლო კამიკაძე დრონი იქნა განადგურებული — მათ ჩამოგდებაში მონაწილეობდა ნატოსა და ნიდერლანდების საბრძოლო ავიაცია” — ნათქვამია პოლონეთის თავდაცვის სამინისტროს განცხადებაში.

ამასთან, გავრცელებული ინფორმაციით, პოლონურ F-16-ებთან ერთად რუსულ შაჰიდის დრონებს ნიდერლანდების საჰაერო ძალების F-35-ებიც ანადგურებდნენ.

პოლონეთში კამიკაძე-დრონების ორი ჯგუფი შეიჭრა, ისინი გამანადგურებლებმა ჩამოყარა

 

banner
წინა სტატიაშიგიორგი კინოიანის მეგობრები და სამოქალაქო აქტივისტები დღეს თბილისში, სომხეთის საელჩოსთან იკრიბებიან
შემდეგი სტატიამცხეთა-მთიანეთის პოლიციამ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკი ამოიღო, დაკავებულია ორი პირი