„ლეიბორისტული პარტიის“ ლიდერი, შალვა ნათელაშვილი ანალიტიკოს გია ხუხაშვილს სოციალურ ქსელში ღიად და სასტიკად უპირისპირდება.
“უფალო რა დაგიშავე, რომ ყველა რეჟიმის ტახტზე ნაკოტრიალები გია ხუხაშვილის შეგონებებს უნდა ვუსმინო,თუ როგორ ვიბრძოლო პოლიტიკაში. ბატონო გია, იქნებ ოლიგარქთა წველის გარდა გამოხვიდეთ, გაგვიძღვეთ და გვაჩვენოთ ჭეშმარიტი ლიდერობა, თქვენს დიად მაგალითზე“,_ წერს შალვა ნათელაშვილი სოციალურ ქსელში.















