ყველა რაიონში, ყველა უბანში იქნება პარკირების განსხვავებული ტარიფი – კალაძე

ყველა რაიონში, ყველა უბანში იქნება პარკირების განსხვავებული ტარიფი, – ამის შესახებ თბილისის მერმა „მწვანე პოლიტიკა – ეკოტრანსპორტის“ პრეზენტაციაზე განაცხადა.

“დღეს თბილისის სატრანსპორტო კომპანია ახორციელებს პარკირების მოწესრიგებას ქალაქის მასშტაბით. მომავალი წლიდან უკვე შემოგვაქვს ზონალური პარკირების სისტემა. ყველა რაიონში, ყველა უბანში იქნება განსხვავებული ტარიფები და მგონია, რომ ესეც ძალიან მნიშვნელოვანი მიმართულებაა იმისთვის, რომ პარკირების სისტემა და ზოგადად პარკინგი იყოს მოწესრიგებული“, – განაცხადა კახა კალაძემ.

banner
წინა სტატიაში“შემდეგი 10 წლის განმავლობაში მოქმედი ავტოპარკის 90% ჩანაცვლდება ელექტრომობილებით” – მამუკა ბახტაძე
შემდეგი სტატიათამარ ჩუგოშვილი : სალომე ზურაბიშვილის საბოლოო პოზიცია რუსეთ-საქართველოს ომის თაობაზე საერთაშორისო შეფასებებს არ სცდებოდა