33.9 C
Tbilisi
შაბათი, აგვისტო 8, 2026
banner

ყველა ქვეყანაში ხდება სტიქიური უბედურება- ინფრასტრუქტურის მინისტრი

თელავში, სტიქიის ეპიცენტრში მყოფი ინფრასტრუქტურის მინისტრი TV პირველთან საუბრისას ამბობს, რომ ყველა ქვეყანაში ხდება სტიქიური უბედურება.

2015 წელს გაიწმინდა, ბოლოს 2021 წელს ჩატარდა ამ დამბებზე სარეაბილიტაციო სამუშაოები. მე, ზოგადად, არ მესმის, როგორ შეიძლება, ოპონენტებმა ისარგებლონ სტიქიური უბედურებით და სპეკულაციისთვის გამოიყენონ ეს. ყველა ქვეყანაში ხდება სტიქიური უბედურება, სამწუხაროდ, ჩვენთანაც მოხდა თელავში, ეს არის სტიქია. ხელისუფლება ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ ეს არ მოხდეს და საპრევენციო ღონისძიებები მაქსიმალურად ყველგან ტარდება, თუმცა მიუხედავდა ამისა, დაზღვეული მაინც არასდროს ვართ ხოლმე სტიქიისგან.
ამ დამბებმა შეასრულა თავისი ფუნქცია ამ სტიქიის დროს და თუ უფრო დეტალურად გნებავთ, გაიგოთ, რატომ მოხდა ეს, უახლოეს დღეებში სპეციალისტების ჩართულობით გვეცოდინება, თუმცა აქ დამბები ნამდვილად არაფერ შუაშია. თუ სადმე რაიმე არის კანონდარღვევით აშენებული ან თუნდაც გარკვეული საფრთხის შემცველია ის შენობა-ნაგებობები, რომელიც არის აშენებული, რა თქმა უნდა, ამაზე ხელისუფლებას ექნება ადეკვატური რეაგირება”
– თქვა რევაზ სოხაძემ.

კახეთში სტიქიამ ვენახები გაანადგურა – თელავის გარდა, ძლიერმა წვიმამ სოფლებიც დააზარალა. ხევები ადიდდა წინანდალში, კისისხევსა და კურდღელაურშიც. ადგილობრივების ნაწილს დაეხოცა პირუტყვიც. მოსახლეობა სახელმწიფოსგან დახმარების მოლოდინშია. თელავის ხევში ამ დროისათვის წყლის დონემ იკლო.

მძიმე ტექნიკის დახმარებით მოეწყო დროებითი ნაპირსამაგრი. სტიქიის ზონაში მინისტრთა კაბინეტის წევრები ჩავიდნენ. ამ წუთებში თელავში სტიქიის შედეგების სალიკვიდაციო სამუშაოები მიმდინარეობს.

banner
წინა სტატიაშისამტრედიაში ავარიის შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა
შემდეგი სტატიათელავში სტიქიის შედეგების სალიკვიდაციო სამუშაოები მიმდინარეობს- ვიდეო ადგილიდან