“ყველა პუნქტი, რომელთა შესრულებასაც პრემიერი სტუდენტებს დაპირდა, შესრულდა ან შესრულების პროცესშია”

განათლების მინისტრობის კანდიდატი ალექსანდრე ჯეჯელავა უნივერსიტეტში მიმდინარე პროცესებს ეხმიანება. ალექსანდრე ჯეჯელავას განცხადებით, სტუდენტების ერთი ჯგუფი ცდილობს გამოხატოს რადიკალური ფორმებით თავისი დამოკიდებულება.

უნივერსიტეტში მიმდინარე პროცესს კრიზის არ დავარქმევდი. ერთი ჯგუფი სტუდენტების გამოხატავს რადიკალური ფორმებით თავის დამოკიდებულებას. ამიტომ „აუდიტორია 115“ არ დავარქმევდი მათ. ინტენსიური ურთიერთობა მქონდა თავის დროზე აუდიტორიასთან და ძალიან ბევრი, ვინც ჩართული იყო ამ ჯგუფში, ახლა დამოუკიდებლად არის. სხვა არ ეთანხმება ამ ექსტრემალურ ძალოვან ნაბიჯებს. მინდა ვთქვა, რომ ამ ხალხისთვის ყველა კარი ღიაა. გუშინ ძალიან ნეგატიურად მომხვდა ყურში, აპელირება იმის, რომ პრემიერ-მინისტრმა არ შეასრულა დაპირება”, – განაცხადა ჯეჯელავამ.

მისი თქმით, ყველა პუნქტი, რომლის შესრულებასაც პრემიერ-მინისტრი სტუდენტებს დაპირდა მოგვარდა ან მოგვარების პროცესშია.

“ამ ხალხს ეძახიან სამუშაო მაგიდასთან. მათ უნდოდათ, რომ 45-ე მუხლი შეცვლილიყო, მერე 43-ე მუხლიც შეცვალეს. დღესაც განათლებისა და მეცნიერების ახლად ჩამოყალიბებული კომიტეტი, ჩვენ სამინისტრო, თსუ-ს ადმინისტრაცია და ხელმძღვანელობა ყველა ეუბნება მათ, რომ ნუ შეუშლით სასწავლო პროცესს ხელს. სტუდენტების ამ ჯგუფს ვეუბნებით შემოგვიერთდით, ვიმუშაოთ. თუმცა გუშინ რა მოთხოვნებიც ქონდათ იყო ახალი და ეს მე მაწუხებს და მიუთითებს იმაზე, რომ ეს ხალხი დაინტერესებულია გზადაგზა შეცვალონ მოთხოვნები, რათა არ დასრულდეს პროცესი”, -განაცხადა ალექსანდრე ჯეჯელავამ.

banner
წინა სტატიაშისერგო რატიანი: წინააღმდეგი ვართ ეს მთავრობა იყოს ჩვენი ქვეყნის მთავრობა
შემდეგი სტატიაოთარ დანელია: ლარის კურსი არის გამოწვევა დღევანდელი ხელისუფლების