ყველა პოლიტიკური ძალისგან საჭიროა მობილიზება, რათა მიაღწიონ კანდიდატის სტატუსს, მნიშვნელოვანია, თუ ყველა ერთად იქნება – კოლასი

საქართველოში საფრანგეთის ელჩის დიეგო კოლასის განცხადებით, ამაყობს, რომ საქართველოსთვის ევროპული პერსპექტივის მინიჭება ევროკავშირში საფრანგეთის პრეზიდენტობის დროს მოხდა.

მისივე თქმით, საჭიროა ყველა პოლიტიკური ძალის მობილიზება, რათა მიაღწიონ კანდიდატის სტატუსს. ელჩის შეფასებით, ამ პროცესში ერთიანობა მნიშვნელოვანია.

„საქართველოს მიენიჭა ევროპული პერსპექტივა. ვამაყობ, რომ ეს მოხდა ევროკავშირში საფრანგეთის პრეზიდენტობის დროს. იცით, რა სამუშაოა ჩასატარებელი კანდიდატის სტატუსის მისაღებად. ყველა პოლიტიკური ძალისგან საჭიროა ყურადღების ფოკუსირება ამ პრიზზე, რომ იყვნენ მობილიზებული, რათა მიაღწიონ ამ შედეგს. ჩვენი მხრივ, მზად ვართ დახმარებისთვის. ყველაფერი, რასაც ჩვენ ვაკეთებთ ფრანკო-გერმანულ კონტექსტში, არის ამ ტრანსფორმაციის პროექტების დახმარება. ვფიქრობ, მნიშვნელოვანია, თუ ყველა ერთად იქნება. გამამხნევებელი ნიშანია ის პროცესი, რაც იწყება პარლამენტში. ასევე, გამამხნევებელი ნიშანია, რომ სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებმა კარგი იდეების განხილვა მოაწყვეს. ასე რომ, ეს ყველაფერი უნდა გაერთიანდეს კარგი შედეგების მისაღებად“, – განაცხადა დიეგო კოლასმა.

banner
წინა სტატიაში„როიტერი“ – ევროკომისიამ ევროკავშირის ქვეყნებს შესთავაზა, ბუნებრივი აირის იმპორტთან დაკავშირებით შეთანხმება გააფორმონ აზერბაიჯანთან
შემდეგი სტატიააფხაზეთის ა/რ უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ჯემალ გამახარია აფხაზეთში დღეს მიმდინარე პროცესებს ეხმაურება