ყველა პოლიტიკურ დევნილს, სააკაშვილით დაწყებული, შემოვუშვებდი-ბოკერია

ყველა პოლიტიკურ დევნილს, სააკაშვილით დაწყებული, შემოვუშვებდი,- ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ წევრმა გიგა ბოკერიამ გადაცემა „მთავარ აქცენტებში“ მიხეილ სააკაშვილზე საუბრისას განაცხადა.

გადაცემის ერთ-ერთი წამყვანის, ნიკა გვარამიას კითხვაზე „ყველა პოლიტიკური დევნილის კონტექსტში იქნებოდა ეგ ამბავი?“,- ბოკერია პასუხისგან თავს იკავებს.

„ევ­რო­პულ სა­ქარ­თვე­ლო­სა“ და „ნა­ცი­ო­ნა­ლურ მოძ­რა­ო­ბას“ შო­რის და­პი­რის­პი­რე­ბამ უკვე რამდენჯერმე იჩინა თავი.

და­პი­რის­პი­რე­ბის ახა­ლი ტალ­ღა ყო­ფილ­მა პრე­ზი­დენ­ტმა მი­ხელ სა­ა­კაშ­ვილ­მა და­ი­წყო, რო­დე­საც „მთა­ვა­რი არ­ხის“ ეთერ­ში გა­ნა­ცხა­და, რომ ბო­კე­რი­ამ და სხვებ­მა ყვე­ლა­ფე­რი გა­ა­კე­თეს, რათა დის­ტან­ცი­რე­ბა მომ­ხდა­რი­ყო ქარ­თუ­ლი, ქრის­ტი­ა­ნუ­ლი ფა­სე­უ­ლო­ბე­ბის­გან:

„რაც შე­ე­ხე­ბა ბა­ტონ ბო­კე­რი­ას, აქ არ არის პი­როვ­ნუ­ლი გან­სხვა­ვე­ბე­ბი, აქ არის ფუნ­და­მენ­ტუ­რი გან­სხვა­ვე­ბე­ბი. მე ჩემი შე­ხე­დუ­ლე­ბე­ბით და მრწამ­სით ვარ მარ­თლმა­დი­დე­ბე­ლი ქრის­ტი­ა­ნი, მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, ვინც რა უნდა თქვას. ვა­ტა­რებ ჯვარს. ბო­კე­რია არის ყვე­ლა­ფე­რი, რაც არის ქარ­თუ­ლი ტრა­დი­ცი­ე­ბის წი­ნა­აღ­მდეგ და ან­ტიქ­რის­ტი­ა­ნუ­ლი“,- გა­ნა­ცხა­და სა­ა­კაშ­ვილ­მა

banner
წინა სტატიაშინიკა მელია: კატეგორიულად მიუღებელია “ევროპული საქართველოს” მიერ დეკლარირებული „არავინ ციხეში“, ანუ არ დაისჯება არავინ – არც ივანიშვილი, არც ფარცხალაძე, არც გახარია და არც არავინ
შემდეგი სტატიადავით ჭიჭინაძე: თურნავა წლებია “გარდამავალი დროშასავით” ემსახურება სხვადასხვა ფინანსურ ჯგუფებს