ახლა ყველა პირობაა შექმნილი დონეცკის ოლქის ქალაქ ბახმუტის დაბრუნებისთვის კიევის კონტროლის ქვეშ, რუსი დამპყრობლები ნახევრად ალყაში არიან – განაცხადა უკრაინის შეიარაღებული ძალების სახმელეთო ჯარების მეთაურმა, გენერალ-პოლკოვნიკმა ალექსანდრე სირსკიმ ინტერვიუში.
მისი ინფორმაციით, უკრაინელი ჯარისკაცები გადავიდნენ აქტიურ კონტრშეტევაზე, რათა გააუმჯობესონ ტაქტიკური პოზიცია და შექმნან პირობები ბახმუტის სრულად ალყაში მოქცევისთვის.
შეგახსენებთ, უკრაინელი ჯარისკაცები მრავალი თვის განმავლობაში დიდ წინააღმდეგობას უწევდნენ “ვაგნერის” დაჯგუფებას, რომელიც მთლიანად ბახმუტზე იყო კონცენტრირებული. მაისი ბოლოს პრიგოჟინმა მისი სამხედროების ბახმუტიდან გაყვანა დაიწყო, რადგან როგორც ის ამბობდა, რუსეთის თავდაცვა შეიარაღებას არ აძლევდა.
პარალელურად კონტრშეტევა წამოიწყო უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა. 10 ივლისის მდგომარეობით უკრაინამ ამ მიმართულებით რუსებისგან 20 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს.