ყველა პასუხისმგებლიანმა ოპოზიციურმა ძალამ უნდა გააკეთოს მკაფიო განაცხადი, რომ არანაირი პოლიტიკური დევნა და შურისძიება არ იქნება – ბაქრაძე

ყველა პასუხისმგებლიანმა ოპოზიციურმა ძალამ უნდა გააკეთოს მკაფიო განაცხადი, რომ არანაირი პოლიტიკური დევნა და შურისძიება არ იქნება – ამის შესახებ განცხადება, “ევროპული საქართველოს” ლიდერმა დავით ბაქრაძემ გააკეთა.

“ბოლო ორი არჩევნებია ვხედავთ, რომ ბიძინა ივანიშვილის მთავარი არგუმენტი არჩევნების მოსაგებად არის მოსახლეობის დაშინება, რომ ოპოზიციის გამარჯვებას მოჰყვება არეულობა, შურისძიება და ადამიანების დაპატიმრება. ამიტომ აუცილებელია, არჩევნებამდე, ყველა პასუხისმგებლიანმა ოპოზიციურმა ძალამ, ყოველგვარი მიკიბ-მოკიბვის და მაგრამების გარეშე, გააკეთოს მკაფიო განაცხადი, რომ არანაირი პოლიტიკური დევნა და შურისძიება არ იქნება. ეს არის ჩვენი, ევროპული საქართველოს განაცხადი.” – განაცხადა ბაქრაძემ.

banner
წინა სტატიაშიაკაკი ბობოხიძე : იმედი მაქვს, კობახიძის პროგნოზი გამართლდება და „ქართული ოცნება“ კოალიციის შექმნას ვერ შეძლებს
შემდეგი სტატიაკუბლაშვილს, საერთოდ არ გაეგება მსხვერპლის ფსიქოლოგიური მდგომარეობა და ადვოკატის ეთიკა რას ნიშნავს – ბაია პატარაია