ყველა პარამეტრით ვუსწრებთ უკრაინასა და მოლდოვას – კობახიძე EU-ს კანდიდატის სტატუსზე

“ქართული ოცნების” თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე ფიქრობს, რომ საქართველო უკრაინასა და მოლდოვას ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მისაღებად ყველა კრიტერიუმით უსწრებს. მისი აზრით, ევროკავშირის მხრიდან მხოლოდ პოლიტიკური გადაწყვეტილების მიღებაა დარჩენილი.

“მოვუწოდებთ რადიკალურ ოპოზიციას შეწყვიტონ აგიტაცია საქართველოს მიერ ევროკავშირში კანდიდატის სტატუსის მიღების წინააღმდეგ, ყველამ ძალიან კარგად იცის, რომ საქართველო უკლებლივ ყველა პარამეტრით უსწრებს უკრაინასა და მოლდოვას, შესაბამისად, დარჩენილია მხოლოდ პოლიტიკური გადაწყვეტილების მიღება ევრკავშირის მხრიდან. საქართველოს მიერ ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მიღების წინააღმდეგი შეიძლება იყოს მხოლოდ ის, ვისაც საქართველოში არეულობა და ჩვენი ქვეყნის ომში ჩართვა უნდა”, – თქვა კობახიძემ.

banner
წინა სტატიაშიხვიჩია – არ გამოვრიცხავ, ევროკავშირთან მიმართებით ოპოზიციაც რაღაცას აფუჭებდეს
შემდეგი სტატიარუსმა ჯარებმა ღამით დონეცკის ოლქში ავდიივკა დაბომბეს