ყველა პარამეტრით, რითაც სხვა ქვეყნებს სტატუსი მიენიჭათ, ჩვენ სტატუსი უფრო გვეკუთვნოდა – ოხანაშვილი

სწორი გადაწყვეტილება არ იყო, როცა პირველად კანდიდატის სტატუსი არ მოგვენიჭა, ამის თქმა არ ნიშნავს, რომ ვინმეს თავს ვესხმით, – ამის შესახებ იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილმა განაცხადა.

ოხანაშვილის თქმით, თავის დროზე საქართველოს დაუმსახურებლად არ მიენიჭა სტატუსი.

„კანდიდატის სტატუსთან დაკავშირებით პროცესი გახსოვთ. თავის დროზე მიღებულ გადაწყვეტილებას ეთანხმებოდით, რომ საქართველოს სტატუსი არ ეკუთვნოდა? – ეს არ იყო სწორი გადაწყვეტილება. ამის თქმა არ ნიშნავს, რომ ვინმეს თავს ვესხმით, არამედ ყველა პარამეტრით, რითაც სხვა ქვეყნებს სტატუსი მიენიჭათ, ჩვენ სტატუსი უფრო გვეკუთვნოდა. თავდასხმაა, როცა ვამბობთ, რომ ჩვენთან მიმართებით ასეთი მოქცევა დაუმსახურებელი იყო?“, – განაცხადა ანრი ოხანაშვილმა.

banner
წინა სტატიაშიჩააბარეთ დეკლარაცია წელიწადში ერთხელ, რომელიც საკმაოდ მარტივია – თალაკვაძე არასამთავრობო ორგანიზაციებს
შემდეგი სტატიამიხეილ სარჯველაძე: „ ყველა ჩვენი საერთაშორისო პარტნიორის განწყობა, საქმიანი, პარტნიორული ურთიერთობის გასაგრძელებლად გახლავთ უმაღლეს ნიშნულზე“