ევროპარლამენტარი, მარკეტა გრეგოროვას განცხადებით, საქართველო აღარ არის ჩემპიონი იმ ქვეყნებს შორის, რომლებიც ევროკავშირს უახლოვდებოდნენ,.
მისი თქმით, შესაძლებლობების ფანჯარა საქართველსო ამჟამინდელმა ხელისუფლებამა დახურა – “მთავრობამ ყველა ფანჯარა დახურა და ახლა ოთახში ჰაერი იხუთება”.
“ევროსკოპისთვის” მიცემულ ინტერვიუში, გრეგოროვა ამბობს, რომ ამჟამად საქართველო სომხეთმა ჩაანაცვლა და სწორედ ის არის მოწინავე პოზიციებზე.
საქართველო ჩემპიონი იყო იმ ქვეყნებს შორის, რომლებიც ევროკავშირს უახლოვდებოდნენ, ახლა კი ასე აღარ არის. თუმცა, ეს არ ნიშნავს, რომ შესაძლებლობის ფანჯარა დაიხურა. ეს უბრალოდ ნიშნავს, რომ ამჟამინდელ მთავრობას არ სურს, რომ რაიმე ფანჯარა იყოს ღია. მათ ყველა ფანჯარა დახურეს და ახლა ოთახში ჰაერი იხუთება.
მაგრამ საქართველოს მოქალაქეებს შეუძლიათ მომავალში ეს ფანჯრები გახსნან. რა თქმა უნდა, მიზანმიმართული სანქციების დახმარებით, მაგრამ ასევე არჩევნების გზით, რომელიც ადრე თუ გვიან ჩატარდება. ასევე ვფიქრობ, რომ არსებობს სხვა გზებიც, რომლებითაც ეს რეჟიმი შეიძლება დაემხოს.
ჩვენ ასევე უნდა ვაღიაროთ, რომ პუტინის ომი და პუტინის რეჟიმი გარკვეულწილად ეხმარება ამ რეჟიმს ხელისუფლებაში დარჩენაში, ისევე როგორც ეს ეხმარება ლუკაშენკოს რეჟიმს ბელარუსში.
დიახ, ამჟამად სომხეთი, ალბათ, მოწინავე პოზიციებზეა, თუმცა საქართველოს შეუძლია იქ დაბრუნდეს. ვფიქრობ, თუ საქართველოში ვინმეს ჯერ კიდევ ეპარება ეჭვი იმაში, რომ ამ მთავრობას მათი ევროკავშირში შეყვანა შეუძლია, თუ მათ ეს მართლა სჯერათ, გადახედონ ბოლო სამიტს, სადაც მთავარი მიღწევა ის იყო, რომ პრემიერ-მინისტრს რობერტა მეცოლას გვერდით დგომის უფლება მისცეს. თუ ეს არის ყველაზე დიდი პოლიტიკური მიღწევა, რისი მიღებაც მათ ევროკავშირისგან შეუძლიათ, ეს ბევრი არაფერია.
ძალიან საინტერესოა იმის ნახვა, თუ როგორ ცდილობს ქართული ოცნება ამ ყველაფრის ინტერპრეტაციას მას შემდეგ, რაც მათ აწარმოეს უწყვეტი ცილისმწამებლური კამპანია ყველაფერი ევროპულისა და ყველა ევროპელი პოლიტიკოსის წინააღმდეგ. ამჟამად ევროკავშირში ისეთი განწყობაა, რომ არ სურთ სხვა ავტორიტარულ რეჟიმებთან კავშირი და როგორც ქართულმა ოცნებამ იცის, ისინი სწორედ ამ კატეგორიაში მოხვდნენ იმ რეფორმების, იმ კანონმდებლობის გამო, რომელიც ახლახან მიიღეს საქართველოში და ასევე მშვიდობიანი დემოკრატიული პროტესტის ძალადობრივი დარბევის გამო”, – განაცხადა ევროპარლამენტარმა “ევროსკოპთან”.















