ყველა პალესტინელს მოვუწოდებ ბრძოლას შეუერთდეს – მტერს მძიმე საფასურის გადახდა მოუწევს ჩადენილი დანაშაულების და ტერორიზმის გამო – „ჰამასის“ პოლიტიკური ბიუროს ხელმძღვანელი

ყველა პალესტინელს მოვუწოდებ, რომ ბრძოლას შეუერთდეს, – ამის შესახებ „ჰამასის“ პოლიტიკური ბიუროს ხელმძღვანელი ისმაილ ჰანიე აცხადებს.

„განადგურებამ და სისასტიკემ, რომელსაც [ისრაელის] მთავრობა ღაზაში ჩვენი ხალხის წინააღმდეგ ახორციელებს, გამოიწვია ის საოცარი შედეგები, რომელთაც ჩვენმა წინააღმდეგობის ფრაქციებმა მიაღწიეს.

მტერს მძიმე საფასურის გადახდა მოუწევს მის მიერ ჩადენილი დანაშაულებისა და ტერორიზმის გამო“, – აღნიშნავს ჰანიე.

banner
წინა სტატიაშიაფხაზეთის საოკუპაციო რეჟიმი თბილისს IPRM-ის ფორმატში შეხვედრების განახლებას სთავაზობს
შემდეგი სტატიაღაზაში დაღუპულთა რიცხვი 770-მდე გაიზარდა