ყველა ოლქში ვიგებთ არჩევნებს – ღარიბაშვილი

ყველა წინასწარი კვლევით, ყველა ოლქში ვიგებთ არჩევნებს – ეს განცხადება, “ქართული ოცნების” პოლიტიკური მდივანმა, ირაკლი ღარიბაშვილმა გააკეთა. შუალედურ არჩევნებთან და “ქართული ოცნების” პოლიტიკურ შანსებთან დაკავშირებით ღარიბაშვილმა, ტელეკომპანია “იმედის” ეთერში ისაუბრა.

19 მაისს პარლამენტის შუალედური, მუნიციპალიტეტების მერების რიგგარეშე და საკრებულოების შუალედური არჩევნები გაიმართება. საკრებულოს შუალედური არჩევნები ახმეტის, საგარეჯოს, ჭიათურის, ზესტაფონის, ტყიბულის, წყალტუბოსა და ოზურგეთის მუნიციპალიტეტში გაიმართება. მერის კი — მარნეულში, ზესტაფონში, ჭიათურაში, ზუგდიდსა და ხულოში.

“არ მინდოდა საუბარი კვლევებზე და რეიტინგებზე, მაგრამ მაინც მომიწია, როგორც ჩანს. ყველა წინასწარი კვლევით და რეიტინგით, ყველა ოლქში ჩვენ ვიგებთ. თუ იქნება რომელიმე ოლქში მეორე ტური, არც ეს იქნება პრობლემა. ჩვენ ვაჩვენეთ, რომ გვაქვს ნამდვილი დემოკრატია ქვეყანაში”, — თქვა ღარიბაშვილმა.

banner
წინა სტატიაშიტაქსის მძღოლები კახი კალაძის შეხვედრას ელოდებიან, წინააღმდეგ შემთხვევაში აქციებსს აანონსებენ
შემდეგი სტატიაირაკლი ღარიბაშვილი თვითმმართველობების ხელმძღვანელებზე – ზოგიერთმა დაიჯერა, რომ ხელშეუხებლები არიან